Digest Logo

🎥 „მნიშვნელოვანია, ჩვენი მენტალური მდგომარეობისთვის ცხოველის ყოლა“ - გაიცანით გოგო, რომელმაც მარნეულში მცხოვრები ძალადობის მსხვერპლი ძაღლი შეიფარა

1705473397
ტასო ლოსაბერიძე

ცხოველთა უფლებადამცველმა ტასო ლოსაბერიძემ მარნეულში მცხოვრები ძალადობის მსხვერპლი ძაღლი შეიფარა  და „დუსკას” სოციალიზაციაში ეხმარება. 

როგორც გოგონა ჰყვება, ძაღლი თავიდან აგრესიული იყო, მაგრამ ახლა შეჩვევის პროცესი აქვს, თუმცა მეორე დღიდან ძაღლმა დაანახა რომ აქვს ნდობა.

„უკვე რამდენიმე ძაღლსაც შევაჩვიეთ, დაიწყეს გასეირნება, რომ მოხდეს მისი სოციალიზაცია. არ არსებობს ისეთი ძაღლი, რომლის აგრესიასაც ვერ გამოასწორებ, მთავარია დაანახვო, რომ კარგ გარემოშია.

ძალიან ბევრი ძაღლი მყოლია სტრესის ქვეშ აყვანილი, რომელიც ყოფილა აგრესიული, მაგრამ დროთა განმავლობაში ძაღლის ფსიქიკა, რომ რეაბილიტაციას გაივლის აუცილებლად გახდება მეგობრული“ - ამბობს  ტასო ლოსაბერიძე.

როგორც თავად ჰყვება, უამრავი ძაღლი ჰყავს შეფარებული და მათ გარეშე ცხოვრება უკვე ვერც წარმოუდგენია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მენტალური მდგომარეობისთვის ცხოველის ყოლა და ასევე ძაღლისთვისაც. იმხელა ბედნიერება მოაქვს ცხოველის გადარჩენას, რომ ეს გრძნობა ყველამ უნდა გამოცადოს“ - ამბობს ტასო.

 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„21 იანვარს ეპოქალური მოვლენაა, ეს ყველაფერი დიდი ცვლილებების დასაწყისს ნიშნავს“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე

🔵  🎥 „ჩემი კომპლიმენტები და პატივისცემა ღირსეულ ფინალისტებს“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ირაკლი მაქაცარია „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალიდან

🎥 „სინამდვილეში კი ყველაზე დიდი გამარჯვება ამ ამბავში, ამ ქალის სიხარულია“ - თედო ბექაურის ბებიის ემოციური კადრები