Digest Logo

მოედანს მიღმა, სადაც ისინი უბრალოდ მამები არიან: ეროვნული ნაკრების წევრების უთბილესი ფოტოკოლაჟი შვილებთან ერთად

1780303730
საქართველოს ნაკრებ

1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღს სოციალურ ქსელში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები განსაკუთრებული პოსტებითა და მილოცვებით ეხმიანებიან.

ამ დღესთან დაკავშირებით, პოპულარულმა სპორტულმა პლატფორმამ Geo__team გამომწერებს ძალიან თბილი და ემოციური ფოტორეპორტაჟი გაუზიარა. გვერდმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩვენი ქვეყნის მთავარი გმირები თავიანთ შვილებთან ერთად არიან აღბეჭდილები.

ფოტოებში ნაკრების ისეთი წევრები ჩანან, რომელთა თამაშზეც მთელი საქართველო გიჟდება, თუმცა ამჯერად ისინი მოედანს მიღმა, ყველაზე საყვარელ ამპლუაში, მამის როლში არიან წარმოდგენილნი.

Geo__team-ის მიერ გავრცელებულმა კადრებმა გულშემატკივრებში უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია. კომენტარებში გამომწერები აღნიშნავენ, რომ ეს ფოტოები საოცარ ენერგიას ატარებს და პატარებს ბედნიერ, მშვიდობიან მომავალს უსურვებენ.