მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრიდან პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს. ცნობილმა ტელეპროდიუსერმა გამომწერებს წმინდა ადგილიდან გადაღებული კადრები გაუზიარა, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად დედა ანასთან სტუმრობის ამსახველი თბილი მომენტებია ასახული:
„მცხეთის სამთავროს მონასტერში დედა ანა განსაკუთრებულად გვიყვარს თავისი სიკეთის და უამრავი სამაგალითო ქრისტიანული თვისების გამო! დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ბედნიერება არ მოაკლოს უფალმა“, - წერს ნოე სულაბერიძე.
ცნობისთვის, ცნობილი ტელეპროდიუსერი ნოე სულაბერიძე წლებია ქართულ მედიასივრცეში წარმატებულ სატელევიზიო პროექტებს ხელმძღვანელობს და საზოგადოების ყურადღების ცენტრში აქტიურად იმყოფება. მისი მეუღლე „მის საქართველო“ და ტელეწამყვანი ჯანეტ ქერდიყოშვილია. წყვილმა 2019 წელს იქორწინა და მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ. წყვილი მალე მესამე გოგონას მშობლები გახდებიან. ოჯახი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერებს როგორც პროფესიულ სიახლეებს, ისე პირადი ცხოვრებისა და მოგზაურობის ამსახველ თბილ კადრებს ხშირად უზიარებს.

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა
🎥 „რა ცვლილებები გელოდება ოქტომბრამდე...“ - რას ამბობს თაკო მელიქიშვილი
⭕„ჯანმრთელი ნაწლავის გარეშე ფსიქიკური ჯანმრთელობა რთულად წარმოსადგენია...“ - ლევან შელეგიას რჩევები