Digest Logo

„მუხლებზე დაჩოქილი ვხეხავდი 3-სართულიან სახლს... რთულია, როდესაც ვიღაცის მოსამსახურე ხარ“: ემიგრანტობის მძიმე გზა, მალიბუ ტუღუშის ამერიკული ამბავი

1778155811
მალიბუ ტუღუში

რამდენიმე წლის წინ მომღერალმა მალიბუ ტუღუშმა სამშობლო დატოვა და ამერიკაში ახალი ცხოვრება დაიწყო. მისი განმარტებით, ემიგრანტული ცხოვრება მარტივი არ ყოფილა.

როდის გართულდა მისთვის განსაკუთრებით ემიგრაცია და რა სირთულეების გადალახვა მოუწია მას უცხო ქვეყნის მიწაზე? - ამის შესახებ მან გადაცემაში „თამიასთან“ ისაუბრა. 

„რთულია, როდესაც ვიღაცის მოსამსახურე ხარ, მით უმეტეს, მაშინ, როცა იცი შენ რა შეგიძლია და იცი, რომ გაქვს რაღაც ნიჭი, რომელიც ყველას არ აქვს და ამ დროს ვიღაც აგდებულად, რომ გიგდებს 3 დოლარს.

ამ 3 დოლარსაც, რომ გიგდებენ აქვთ დამოკიდებულება, რომ შენ ხარ მონა და ყველაფერი უნდა გააკეთო. მაგ; დავაფურთხე - გაწმინდე, ახლა გავმოვედი ტუალეტიდან - გაწმინდე და ა.შ. 

ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ემოციურად ატანა, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ყველაფერი არის ნაწილი იმისა, რაც უნდა გავიარო თუ მინდა იქამდე მივიდე, სადამდეც მსურს მისვლა“, - ჰყვება მომღერალი. 

მალიბუმ გადაცემაში გაიხსენა მისი ერთ-ერთი სამსახური და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელიც 3-სართულიან სახლში მოხუცი ბებიის მოვლის დროს გაიარა.

„იყო ერთი სამსახური - ბებოსთან წავედი მომვლელად და ისე აღმოჩნდა, რომ სჭირდებოდათ მომვლელიც, მზარეულიც, 3-სართულიანი სახლის დამლაგებელიც ძლივს „გავქაჩე“. მუხლებზე დაჩოქილი ვხეხავდი და ისე ვწმენდდი ყველაფერს, ძალიან რთული იყო. 

არაფერი არ „ტეხავს“ ამ ქვეყნად როდესაც პატიოსნად შრომობ ადამიანი, მაგრამ როცა რაღაც არ იცი რთულია - როცა რაღაცას ვწმენდთ, სხვას ვაფუჭებდი, მაგრამ მადლიერი ვარ ღმერთის, რომ იქ აღარ ვარ“, - იხსენებს მომღერალი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 შორენა ბეგაშვილის მოგზაურობა გრძელდება - მოდელი ვენაში „ჰერმესის“ ჩანთით პოზირებს

⭕„მხოლოდ ფულის გამო არცერთ პროექტს არ მოვკიდებ ხელს, ეს ჩემთვის წამებას ნიშნავს“ - რას ჰყვება მერიკო კარტოზია

🎥 „მოდი დავასრულოთ, ჩემთვის მართლა უსიამოვნოა მსგავსი ტიპის ინტერვიუ“ - რატომ გაღიზიანდა ნინო ჩხეიძე პოდკასტის ჩაწერის დროს