მსახიობი ნანუკა გულუა „მადის აღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მრავალშვილიანმა დედამ გადაცემაში ოჯახურ კულინარიულ ტრადიციებზე ისაუბრა და გაიხსენა, რომ მისთვის თითოეული კერძი საყვარელ ადამიანებთან და მათთან დაკავშირებულ მოგონებებთან ასოცირდება.
„ჩვენი რეცეპტორები, როგორც ჩანს ბავშვობიდანვე იწვრთნება, რადგან ჩემი შვილები ძალიან ცხარე საწებელს მიირთმევენ, რომ სულ უკვირს ჩემ მეგობრებს, მეც რომ ვერ ვგრძნობ, რომ ცხარეა ვაძლევ უფლებას რომ ჭამონ.
ჩვენ ოჯახში ხშირად არის მეგრული სამზარეულოს კერძები - ხარჩო, ღომი, ლობიო მეგრული ელემენტებით, კახას ბადრიჯანი უყვარს ნიგვზით და ესეც ხშირად გვაქვს, კუპატი, კუჭმაჭი, მჭადი და ყველი, ასევე ბავშვებს აუცილებლად წვნიანი“, - ჰყვება ნანუკა გულუა.
მსახიობის თქმით, „ხარჩოს“ მომზადებისას ხშირად ეტირება, რადგან ეს კერძი გარდაცვლილ მამას ახსენებს.
„ხარჩოს მზადების დროს სულ მეტირება, რადგან მამას უყვარდა, ასევე ყველა კერძი ჩემთვის ასოცირდება გარკვეულ ადამიანებთან, ვინც მასწავლა ამათუ იმ კერძების მომზადება“, - იხსენებს ნანუკა გულუა.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ‼️სიმართლე „მდნარი ყველის“ შესახებ: „ეს პროდუქტი ყველი არ არის!“