Digest Logo

„ნამდვილად ვისურვებდი ჩვენს ქვეყანაში ბევრ ისეთ ქალს, რომელიც არასდროს გახდება ძალადობის მსხვერპლი“ - ნათია კვაშალი

1666702053
მსახიობი ნათია კვაშალი

მსახიობი ნათია კვაშალი პოპულარულ სერიალში „სიყვარულს მიღმა“ ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს თამაშობს, გმირის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

„ნამდვილად ვისურვებდი ჩვენს ქვეყანაში ბევრ ისეთ ქალს, რომელიც არასდროს გახდება ძალადობის მსხვერპლი, რომელსაც აქვს თავისი საქმე, დამოუკიდებელია და არ ეშინია სირთულეების…

სიმართლე გითხრათ, მეგონა, ჩვენს ქვეყანაში მაყურებელს ცოტა გააღიზიანებდა ეს პერსონაჟი ქალი, რომელიც თუნდაც მეგობრების ცხოვრებაში ასე აქტიურად ერევა, აგვარებს მათ პრობლემებს, თითქმის ემუქრება მეგობრების ქმრებს. ვფიქრობდი, რომ გაღიზიანებას გამოიწვევდა. საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში ძლიერი ქალები არ უყვართ, თუმცა სოციალურ ქსელში დადებით შეფასებებს ვკითხულობ და მიხარია…“,- ნათია კვაშალი. 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ცოტა დაგვიანებით, მაგრამ უნდა ვთქვა – ბასილაშვილთან პროცესი დოროყაშვილმა კი არ წააგო, არამედ პროკურატურამ!“ - თამო კეშელავა

🔵 სეულში მცხოვრები ქართველი ბლოგერი საერთაშორისო ჟურნალის გარეკანზე მოხვდა - ფოტოები

🔵 ადამიანები, რომლებიც ამ სამსახურებში მუშაობენ, დიდი ალბათობით, პარტნიორებს ღალატობენ