Digest Logo

„ცოტა დაგვიანებით, მაგრამ უნდა ვთქვა – ბასილაშვილთან პროცესი დოროყაშვილმა კი არ წააგო, არამედ პროკურატურამ!“ - თამო კეშელავა

1666698214
თამო ნეკა და ნიკოლოზი

21 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელის - ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.

მოსამართლის - ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით, ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნეს.

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ ბრალი საქმეზე პროკურატურამ დაადგინა და სწორედ მან მოაგროვა ის სამხილებიც.

„ცოტა დაგვიანებით, მაგრამ უნდა ვთქვა – ბასილაშვილთან პროცესი დოროყაშვილმა კი არ წააგო, როგორც წერთ, არამედ – პროკურატურამ!

დიახ, პროკურატურამ დაადგინა ბრალი, მან წაუყენა, პროკურატურამ ცნო დაზარალებულად ერთი მხარე, პროკურატურამ მოაგროვა ის სამხილები, რომლებსაც აკრიტიკებდით, პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ საქმე სასამართლოსთვის მზადაა, დაზარალებული მხარეც კი აღარაა ამჟამინდელი კანონის მიხედვით, ასე რომ ყველა ის თქვენ დამცინავი თუ სალანძღავი კომენტარი პროკურატურისკენ უნდა მიგემართათ და მიდით, აბა, და თუ მაგრები ხართ, გადააკეთეთ და პროკურატურას მიმართეთ იმ სიტყვებით.

პროკურატურამ წააგო ეს საქმე ბასილაშვილთან, პროკურატურამ, თავიდან ბოლომდე პროკურატურამ და არავინ სხვამ.

არ დავწერდი, ალბათ, ამ პროცესზე, რომ არა მოსამართლის სიტყვა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, რადგან მე არ ვიცი საქმის ყველა დეტალი და შესაბამისად, ბევრი არაფერი მექნებოდა სათქმელი.

ეს სასამართლო პროცესი ბევრი რამით იყო პრეცედენტული, გამოდის, კანონში არა და რეალობაში დაბრუნდა

„დამალული მტკიცებულებები" და აწი, ნებისმიერს შეეძლება წარადგინოს პროცესზე გაუცვლელი "მტკიცებულებები" – და თქვას რომ ამის პრეცედენტი უკვე იყო.

რაც შეეხება მოსამართლეს – მან განაცხადა, რომ ძალადობას შეიძლება ჰქონდეს მიზეზი და თქვა, რომ შეურაცხმყოფელი მიმართვები იყო, მაგრამ ქალიც ლანძღავდაო – ანუ, მან განაცხადა, რომ თუ გინდათ დაამტკიცოთ, რომ თქვენზე ძალადობენ, ხმა არ უნდა გაიღოთ.

მოსამართლემ თქვა, არ მეყო მტკიცებულებაო, იმიტომ რომ, ვერ დამტკიცდა რომ ძალადობა გრძელდებოდა წლობით, ერთი ვიდეო თუ 2015 წელს იყო ჩაწერილი, მეორე 2017 წელს იყო დავუშვათ ჩაწერილიო და ის 2 წელი არ იყო ვიდეოზე ასახულიო. 

ანუ, მოსამართლე ამტკიცებს, რომ 2 წელში 2 ვიდეო ცოტაა და რამდენი უნდა იყოს? 20? 200? რას ვეუბნებით, მოძალადეებს, რომ თუ მათ 2 ვიდეო გადაუღეს, ცოტაა და 200 ვიდეო უნდა გადაუღონ, თან მიყოლებით, თორემ, გამოძვრებიან? რა ინტენსივობით უნდა მოხდეს ვიდეო გადაღება? ყოველ მეორე დღეს? თვეში ერთხელ? ხო, ვისაც გაგიკვირდათ, როგორ ხდება ვიდეოს გადაღება ძალადობისას, მოსამართლე ითხოვს რომ ბევრი ვიდეო უნდა არსებობდეს ასეთი, გიხაროდეთ, მოძალადეებო – შეუძლებლის პრეცედენტი გაქვთ.

დაზარალებულმა უნდა წარადგინოს ვიდეო, სადაც ეჩხუბებით, მაგრამ ის ჩუმად დგას, არ გიბრუნებთ სიტყვას და თან ასეთი ვიდეო უნდა იყოს ბევრი, თან, კიდევ კარგი ამბავი ისაა მოძალადეებისთვის, რომ მოსამართლეს არ უთქვამს რამდენია ეს ბევრი, ანუ, შეიძლება იყოს 30 ან 300 და ამასაც სათქვენოდ გამოიყენებთ. 

ხო, კიდევ, პროცესზე გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს ფსიქოლოგი, რომელსაც შეუძლია დაადგინოს, რომ წლების წინ მომხდარი კონფლიქტის გამო მიგადგათ ფსიქოლოგიური ტანჯვა და მაგ ფსიქოლოგის ნომერი შეინახეთ, გამოდგება.

რატომ არ იყენებს ისე პროკურატურა მსგავს დასკვნებს თავად პროცესზე? მაგალითად, ახლა, რამდენიმე კვირის წინ, 7 წლის ბავშვზე რომ იძალადეს სკოლაში, მიხვდება პროკურატურა, რომ შეუძლია ფსიქოლოგის დასკვნა გამოიყენოს?

ხო, კიდევ, ეს ორივე მხარე ცუდია – საუკუნეებია რუსული ნარატივი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორივე ცუდია, შენ მათი ხასიათის ან პრინციპულობის განხილვას არავინ გთხოვს და სასამართლო მსჯელობ კონკრეტულ საკითხებზე. ძალადობას ვერ ექნება მიზეზი! და თუ თვლი, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით ორივე მოძალადეა, თუ გამოიკვეთა ორივე მხარის დანაშაული, ასეთ დროს რა ხდება, არ იცი? რას გვეუბნება ასეთ დროს კანონი?და რას ამბობს კანონი, მოსამართლის აცილებაზე? რატომ ხდება ხოლმე აცილება? და აწი როგორ უნდა დავამტკიცოთ სხვა საქმეებზე, რომ მოსამართლის აცილებაა საჭირო, როცა მოსამართლის კარიდან გამოდიან სასამართლოს თანამშრომლები და ბრალდებულთან სელფებს იღებენ განაჩენის გამოტანამდე 1 დღით ადრე?გავიმეორებ, რასაკვირველია, მე არ ვიცი ამ საქმის ყველა დეტალი, მაქვს სუბიექტური აზრი ამ თემაზე, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია, მხოლოდ იმაზე ვსაუბრობ, რაც მოსამართლემ თავად თქვა, განმარტების სახით და მისი ეს "განმარტება“ ბევრი მოძალადისთვის და ბევრი მოძალადის დამცველისთვის იქნება პრეცედენტი და დამხმარე „სახელმძღვანელო"!“, - წერს თამო კეშელავა. 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„რა არის საზეიმო იმაში, რომ ერთ მოძალადე კაცს ხახვივით შერჩა ყველაფერი...“ - მებო ნუცუბიძე

🔵რა ქონებას ფლობენ ბასილაშვილი და დოროყაშვილი

🔵„კაცი ცოლს, თუნდაც ყოფილს, რას ჰგავხარ და დატყლარჭული ხარო - ეტყვი, მანდ გინდ მართალი იყავი, მაინც ბანძი არაკაცი ხარ, ჯიგარო“ - ბექა მჭედლიშვილი