მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში ეკა მიშველაძის გადაცემაში ჩაერთო და აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე უნდა იყოს მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
„ეს ხელისუფლება რომ რუსულია, ეჭვი არ გვეპარება, მეტი რა უნდა გააკეთოს. გია ჭანტურია რომ საუბრობდა, რატომ გვისტვენენ მიტინგზეო, ამას მინდა გავცე მარტივი პასუხი, ჩვენდა სამწუხაროდ. აბსოლუტურად მოგყვებით იმაში, რომ მიშა არის პუტინის ტყვე და ვისაც ამ აქციაზე იჭერენ, ისინიც პუტინის ტყვეები არიან, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ და სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ბევრი ადამიანისთვის არ არის მხოლოდ პუტინის ტყვე და ამისი გააზრება, გაგება და მიღება გიჭირთ.
სალომე ზურაბიშვილს ტაში დაუკრეს, რადგან ადამიანმა სწორი ნაბიჯი გადადგა. აქციაზე დგას 5000 კაცი, გააზრებულად მოსული, მოდის კომპრომისზე, ნაცი და ქოცი აღარ აინტერესებს. არ არის ყველა მზად… გიხსნით და ნუ გწყინთ, რატომ იშლება 5000-კაციანი აქცია და რჩება 200 კაცი. ვიღაც უფრო ჭკვიანი უნდა აღმოჩნდეს ამ სიტუაციაში!.. 5000 კაცს აქვს ერთი მოთხოვნა. იცი და პრაქტიკამ ანახა, რომ ეს ახალგაზრდები არც ერთი პოლიტიკოსის სახელს არ ყვირიან. პატიება შეკვეთით არ ხდება!.. ვერც „თავისუფლება მიშა“ გამოდის ამით და ვერც სხვა რამ…“, - ამბობ ნანკა კალატოზიშვილი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „უკრაინამ მაშინ საქართველო გადაარჩინა“ - რას ჰყვებოდა ედუარდ შევარდნაძე უკრაინის შესახებ
🔵„გავხსნი ასტროლოგიურ „გასაღებს“ ეს 2025 წლის აპრილ-მაისში მოხდება...“ - რა პროგნოზი აქვს ასტროლოგს