ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. „პსჟ“-მ მიუნხენის „ბაიერნთან“ სტუმრად ფრე ითამაშა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა, რადგან პარიზში გამართული პირველი შეხვედრა ფრანგულმა კლუბმა 5:4 მოიგო.
ხვიჩა კვარაცხელიამ ამ მატჩშიც გამოიჩინა თავი და ბრწყინვალე საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გადაცემით უსმან დემბელემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუპოვა.
ამ ისტორიულ თამაშს „პსჟ“-ს ფეხბურთელების მეუღლეებიც ესწრებოდნენ. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო ნიცა თავაძეც - ის ტრიბუნებზე ლუკას ერნანდესისა და მატვეი საფონოვის მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდა.
ფოტოებს გოგონები, სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
როგორც კადრებიდან ჩანს, ნიცა თავაძე მეუღლის წარმატებით ამაყობს და ის ძალიან ბედნიერია.
ნახეთ ფოტოები👇




⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წონის დაკლების საიდუმლოებები, რომლებზეც არავინ საუბრობს“ - რას გვირჩევს არუნ ხათრი