Digest Logo

ნუკი კოშკელიშვილი: „რამდენი რამ გაუხარდებოდა პატარა ნუკის, ჩემს ახლანდელ ცხოვრებაში რომ ჩაეჭყიტა“

1779878247
ნუკი კოშკელიშვილი

ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში გულახდილ და ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც თვითკრიტიკის დაძლევასა და საკუთარი მიღწევების დაფასებაზე საუბრობს. კოშკელიშვილი პოპულარულ ინტერნეტ-ტრენდს გამოეხმაურა, რომელმაც საკუთარ ბავშვობასთან და წარსულთან დააბრუნა და გამომწერებს მოუწოდა, ყოველდღიურად იამაყონ იმ გზით, რაც გაიარეს.

„ზოგჯერ, როდესაც საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად კრიტიკულები ვართ, უნდა წარმოვიდგინოთ, როგორ ვიამაყებდით საკუთარი თავით პატარაობისას, წინასწარ რომ გვცოდნოდა, რამდენს გავივლიდით და რამდენს შევძლებდით!

ამ „ტრენდმა“ დამანახვა, რამდენი რამ გაუხარდებოდა პატარა ნუკის, ახლანდელ ჩემს ცხოვრებაში რომ ჩაეჭყიტა. იამაყეთ თქვენი თავით ყოველ დღე და არასოდეს უღალატოთ თქვენს პატარა „მე“-ს!“,- წერს კოშკელიშვილი.

ცნობისთვის, ინფლუენსერი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე თვის წინ მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის ამერიკელ მეუღლეს, ბენს, ოლივერის მერე მეორე ვაჟი შეეძინათ. პატარას შიო რიუვენი დაარქვეს

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მამა გურამ ოთხოზორია: „მექანიკური მცნებებით ცოდვა არ განისაზღვრება - ქრისტე ადამიანს სრულ თავისუფლებას აძლევს“

🎥 მოძღვარი გურამ ოთხოზორია: მარხვასა და ლოცვაზე შეკითხვის დასმას ავკრძალავდი, ეს ისეთივე ინტიმურია, როგორც ცოლქმრული ურთიერთობა

⭕„რა შეიძლება ვუწოდოთ ამ სილამაზეს?!...“ - გიორგი ნიკოლავას ობიექტივში ამჯერად ტაბაწყურის ტბა მოხვდა