მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და გულშემატკივრებთან მუდმივი, უშუალო კომუნიკაციით გამოირჩევა. ამერიკაში მცხოვრები მომღერალი საკუთარ პლატფორმაზე ხშირად აზიარებს არა მხოლოდ შემოქმედებით სიახლეებს, არამედ პოზიტიურ გზავნილებს, რომლებიც ადამიანებში მოტივაციისა და კარგ განწყობის ამაღლებას ემსახურება.
ნუცა სამშობლოში ჩამოვიდა და გადაცემაში „იმედის დღე“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ისაუბრა ქართველების მხარდაჭერაზე.
„საქართველოდან რაც წავედი, აქედან სიყვარული და მხარდაჭერა ყოველთვის იგრძნობა. უკვე ერთი წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თითქმის ყოველ ორ თვეში ერთხელ ჩამოვდივარ, სწორედ იქ ყოფნისას კიდევ უფრო კარგად გავაცნობიერე, რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია საკუთარი ხალხის სიყვარული.
ძალიან მაძლიერებს ის ადამიანები, რომლებიც გარშემო მყავს და რომლებიც მიყვარს. ეს ადამიანები არიან, დედაჩემი, ჩემი დეიდაშვილი, ჩემი მეუღლე და მეგობრები, ეს ადამიანები ძალიან მაძლიერებენ“, – ამბობს ნუცა ბუზალაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნინა ცქიტიშვილი ზაფხულის ცხელ დღეებს საფრანგეთში ატარებს - „დახვეწილი და ელეგანტური“