8 წლის მილლი მალაზონია, რომელმაც „ნიჭიერის“ სცენაზე საოცარი ცეკვით ჟიურის წევრებისა და მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, გადაცემა „შუა დღის“ სტუმარი იყო. პატარა მოცეკვავემ პროექტში მიღებულ ემოციებსა და „ოქროს ღილაკის“ ისტორიაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ აჩიკო სოლოღაშვილის გადაწყვეტილებით, გადაცემის ჟიურიმ მილის „ოქროს ღილაკი“ მიანიჭა, რითაც ის პირდაპირ ნახევარფინალში გადავიდა.
„სცენაზე თამამად ვიდექი და ეს „ოქროს ღილაკი“ ძალიან გამიხარდა. პროექტში გამოსვლამდე წინასწარ ვმეცადინეობდი, თუ რა უნდა მეთქვა ჟიურის წევრებისთვის. როდესაც „ოქროს ღილაკს“ აჩიკომ ხელი დააჭირა, ტანში სულ დამაჟრიალა. „ნიჭიერში“ გამოსვლა სულ მინდოდა, რაც ეს პროექტი დაიწყო, მუდამ მქონდა ამის სურვილი“, - ამბობს მილი მალაზონია.
ნიჭიერმა პატარა მონაწილემ თავისი გულწრფელობითა და მონდომებით საზოგადოების დიდი სიყვარული უკვე დაიმსახურა და ახლა მაყურებელი მილის ნახევარფინალურ გამოსვლას დიდი მოლოდინით ელის.
ვრცლად ნახეთ ვიდეო:
მილლის ტრიუმფალური გამოსვლა 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თქვენ ერთმანეთის იმედი ხართ“ - სოცქსელების ვარსკვლავი ანამარია ბუთიაშვილი იუბილარია
🎥 როგორ აღნიშნა გია ბაღაშვილმა დაბადების დღე - კადრები წვეულებიდან
⭕„ურთიერთობის დალაგებისთვის შესაფერისი დღეა“ - 4 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით