Digest Logo

„ორივე მშობიარობა საკმაოდ მარტივი იყო, ისე მალე მოხდა ყველაფერი, გააზრებაც ვერ მოვასწარი“ - რუსკა ქარქაშაძე გამომწერების შეკითხვებს პასუხობს

1783940571
 რუსკა ქარქაშაძე

25 ივნისს ქართველი მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე გოგონას დედა გახდა. მშობლებმა ახალშობილს თინათინი დაარქვეს.

რუსკა ქარქაშაძის რჩეული ბიზნესმენი ლაშა მოწონელიძეა. მათ უკვე ჰყავთ უფროსი ვაჟი - ზუკა, რომელიც ახლა უკვე პატარა თინათინის უფროსი ძმა გახდა. დედობის გამოცდილების შესახებ რუსკა ქარქაშაძე გამომწერების შეკითხვებს პასუხობს: 

- ყველაზე რთული რა იყო მთელი მშობიარობის დროს ან მანამდე, ან თუნდაც ახლა?

- მადლობა ღმერთს, ორივე მშობიარობა საკმაოდ მარტივი იყო, განსაკუთრებით - მეორე, ისე მალე მოხდა ყველაფერი, გააზრებაც ვერ მოვასწარი. ჩემთვის ყველაზე რთული ნაწილი - ლაქტაციის საწყისი პერიოდია, რომელიც ჩემთვის გაცილებით მტკივნეული იყო, ვიდრე მშობიარობა. თუმცა ახლა უკვე რეგულირდება ნელ-ნელა ყველაფერი და უკეთესობისკენ მიდის.

- მაინტერესებს,  გაიკეთე თუ არა გაუტკივარება?

- რა თქმა უნდა, გავიკეთე. არც განვიხილავდი - არ გაკეთებას.

- ძიძა ან დამხმარე თუ გყავს?

- დიახ.

- ზუკა ხომ არ ეჭვიანობს?

- არა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ამ პერიოდში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ხანმოკლე იქნება“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕„ეს არ არის ჩვეულებრივი „ახალი ფურცლიდან დაწყების“ პერიოდი, ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, ინტუიციური და გარდამქმნელი მოვლენაა ამ ზაფხულს“ - თამუნა იოსელიანი 14 ივლისის ახალმთვარეობაზე

🎥 „სამყარო გიწყობთ მცირე გამოცდას“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან