Digest Logo

🎥 „ორმოცდამეათე დაბადების დღე აღვნიშნე და ნამდვილად, ამაღელვებელი იყო“ - კადრები გურამ ბაღდოშვილის გრანდიოზული დაბადების დღიდან

1757572643
გურამ ბაღდოშვილი

ცნობილი ქართველი მზარეული, შეფი გურამ ბაღდოშვილი იუბილარი იყო. 

მან დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნა, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. 

შეფი დაბადების დღიდან კადრებს აქვეყნებს და საზოგადოებას მადლობას უხდის.

„ორმოცდამეათე დაბადების დღე აღვნიშნე და ნამდვილად, ამაღელვებელი იყო იმ მეგობრებთან შეხვედრა, რომლებიც დიდი ხანია არ მინახავს.

მინდა ყველაზე დიდი მზის ხელა მადლიერება გამოვთქვა იმ არტისტების მიმართ, ვინც ჩემი დღე ჯადოსნურად აქციეთ. ყველა უკლებლივ მიყვარხართ დიდი დიდი მადლობა. ხათო ბაკურაძე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მეგობარს, ვინც შემოგვიერთდა ზეიმში. მათ, ვინც სოციალური ქსელებით მომილოცეთ. მედიის საშუალებით თბილი სურვილები გამომიგზავნა. და ასევე მათ, ვინც პირადი მიზეზების გამო, ვერ შეძლო იქ პირადად დასწრება, მაგრამ მაინც გამონახეს დრო გულწრფელი შეტყობინებების გასაგზავნად.

მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება. ვერ წარმომიდგენია უკეთესი ადგილი, ვიდრე „ასკანელი ფალესტრა“ ამ ეტაპის აღსანიშნავად. საჭმელი აბსოლუტურად ფანტასტიკური იყო, ნამდვილი ქართული შტრიხებით. თქვენს გარეშე უბრალოდ არ იქნებოდა იგივე“, - წერს გურამ ბაღდოშვილი. 

 

 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრება შემოდგომაზე რადიკალურად შეიცვლება - „სამსახურის შეცვლა, ურთიერთობებში ტრანსფორმაცია...“

⭕„მე და დათო საუკეთესო მეგობრები ვართ... ისე იმდენს ვისაუბრებდი, მაგრამ „მკიდია“ - ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს პასუხობს

⭕„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და წყალმოვარდნები…“ - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება!