მოცეკვავეების, ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარ-გნარის წყვილი ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საყვარელი და ცნობადია. მათმა წყვილმა უდიდესი პოპულარობა მეგაპროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ მოიპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი პირად ცხოვრებაზე საჯაროდ თითქმის არასდროს საუბრობს და მედიასთან ურთიერთობისას ყოველთვის პროფესიულ საქმიანობაზე ამახვილებს ყურადღებას, მათი საერთო კადრები თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ამჯერად წყვილი ზაფხულის ცხელ დღეებს ბაკურიანში ატარებს.
კადრებს კი სოციალურ ქსელში გვიზიარებენ.


⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕24-30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: რას გიმზადებთ კვირა?
⭕„ამ ფოტოზე დედა 28 წლისაა, მე-2 წლის...“ - გია ბაღაშვილი დედას დაბადების დღეს ულოცავს