მოცეკვავე, პედაგოგი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის თუ სატელევიზიო შოუს გამარჯვებული ოთო ფოლადაშვილი გადაცემაში „იმედის დღე“ რუბრიკას „ფილტრის გარეშე“ სტუმრობდა. მან თავისი 32-წლიანი გზის, წარმატებების, პროექტების და საქმიანობის გარდა, ისაუბრა ბავშვობაზე და ოჯახის წევრებზეც.
„მამაჩემს ძალიან დიდი როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე. თუ რამე ისეთი ღირსეული თვისება მაქვს, დიდი წილი მამაჩემისგან მაქვს ნასწავლი. ქართველი, მეოჯახე, მოსიყვარულე მამაკაცია, რომელსაც უყვარს თავისი მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, მეგობრები და ასე შემდეგ.
დედაჩემს ძალიან დიდი წვლილი აქვს, ჩემ წარმატებაში. ზოგადად, თუ ვითვლები წარმატებულ ადამიანად, რა თქმა უნდა, ნიჭის და შრომის გარდა, ყველაფერი რომ გვერდზე გადადო... აქვე უნდა აღვნიშნო და, თქვენც დამეთანხმებით, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ამ წარმატებისკენ მიმავალ გზას გვიმარტივებენ. იმიტომ, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა ვიცით, რომ ძალიან რთულია და თუ ვინმე ამ ყველაფერს გვიმარტივებს, ეს არის ნამდვილად მშობელი. დედაჩემს ჩემს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს.მისთვის ვიგებდი ყველაფერს, მისთვის ვიმარჯვებდი, პირველი მას ვურეკავდი, პირველი მას ვახარებდი და, არ ვიცი... ნაადრევ ასაკში მივხვდი, რომ დედაჩემს მე ვაბედნიერებდი. ჩემი ცხოვრებით ცხოვრობდა, ჩემი გრაფიკით ცხოვრობდა და მეც მაქსიმალურად, ჩემი დამოკიდებულებით თუ ჩემი წარმატებით, ვაბედნიერებდი და დღემდე, თუ რამეს ვაკეთებ, ყველაფერი დედაჩემისთვის კეთდება... ძალიან ემოციურია დედაჩემზე საუბარი... თუმცა სიცოცხლეშიც ვეუბნებოდი და ახლაც ვიტყვი, რომ გმირი დედაა, ნამდვილად... დედაჩემის გარშემო ეს სიყვარული და პატივისცემა თითქოს სულ იგრძნობოდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დედაჩემის, ნინელი კლდიაშვილის შვილი ვარ“, - ამბობს ოთო ფოლადაშვილი.
ნახეთ ვიდეო: