სოციალური ქსელების პოპულარული სახე, „ტიკტოკერი“ ნინიკო ჭავჭანიძე დაქორწინდა. სიახლე გამომწერებს თავად ნინიკომ გაუზიარა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და მილოცვები მოჰყვა.
ცნობილი ინფლუენსერის ქორწილიდან ფოტოები და ვიდეოკადრები გვერდმა Pixel Group-მა უკვე გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ საზეიმო დღემ მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში, ემოციურ და მხიარულ ატმოსფეროში ჩაიარა.
გამომწერები და გულშემატკივრები წყვილს ბედნიერებასა და ტკბილ თანაცხოვრებას უსურვებენ.
„დიდ ბედნიერებას გისურვებთ, იხარეთ“,
„უკარგესი წყვილი, აფერუმ თქვენს ლამაზ ოჯახს“,
„ზღაპრიდან გადმოსული პრინცესა“,
„იხარეთ, იმრავლოს თქვენმა ჯილაგმა“,
„რა ლამაზი ხარ, პრინცესა“,
„ესაა ნამდვილი ზღაპრული ქორწილი“, - წერენ კომენტარებში.






