Digest Logo

„ქართული თვალები“ - სოფია კვინიკაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

1753423786
სოფია კვინიკაძე

კორეაში, სეულში მცხოვრები ქართველი ბლოგერის, სოფია კვინიკაძის ცხოვრებაში სასიხარულო ცვლილებაა – იგი 22 აპრილს დედა გახდა. სოფიამ შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელშიც უკვე გააზიარა და მას შემდეგ მუდმივად უზიარებს საზოგადოებას ოჯახურ ახალ-ახალ კადრებს.

ბლოგერი რამდენიმე კვირის წინ სამშობლოში, კერძოდ ქუთაისში იყო ჩამოსული მეუღლესთან და შვილთან ერთად, თუმცა უკვე კორეაში დაბრუნდნენ.

სოფია ამჯერად სოციალურ ქსელში ახალ ოჯახურ კადრებს გვიზიარებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა: 

„მიყვარხართ, არ მოგკლებოდეთ ბედნიერი დღეები“, 

„უსაყვარლესია“, 

„როგორ მიყვარს შენი ოჯახი სოფია,  ღმერთმა მუდამ ბედნიერი გამყოფოთ, საუკეთესოს გისურვებთ“, 

„ეს პატარა ბიჭი გაიზრდება ულამაზესი და უსიმპათიურესი, რა საყვარელი გყავთ“, 

„ქართული თვალები“, 

„ულევი ბედნიერება შენ საყვარელო გოგოვ“, - წერენ კომენტარებში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საოცარ ფორმაში ხარ“ - სალომე ჭაჭუა ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

⭕🎥 „ორიენტირდით საკუთარ თავზე და მომავალზე“ - 25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან