უყვართ თუ არ უყვართ, აღიზიანებთ თუ ეჯიბრებიან, შურთ თუ ეტრფიან - ნებისმიერ შემთხვევაში, ხალხს ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება აინტერესებს.
მისი ტრანსფორმაცია შეგიძლიათ ინტერნეტ სივრცეში მარტივად ნახოთ.
მომღერალი 2005 წლიდან რუსული მუსიკალური ჯგუფ „ა სტუდიოს“ სოლისტია. მას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც კარგად იცნობენ.
„დაიჯესტმა“ გადაწყვიტა მომღერლის ყოფილები გაგაცნოთ:
2010 წელს ქეთა ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე დაქორწინდა. რამდენადაც ცნობილია, ქეთამ ლევი თვითმფრინავში გაიცნო. ქორწინების პირველ ეტაპზე საჯარო სივრცეში ჯერ წყვილის თანაცხოვრების ბედნიერი მომენტები ვრცელდებოდა, შემდეგ შვილთან ერთად გატარებული სასიამოვნო ეპიზოდები. ცოტა ხანში კი ხმები გავარდა, რომ მომღერალმა ქმარს რეპერთან უღალატა. ამის შემდეგ, მათი წყვილი დაიშალა...
შემდეგ იყო რეპერი „გუფი“. ყვითელი პრესა აჭრელდა ინფორმაციით, რომ რეპერის გამო ქეთამ ოჯახი დაანგრია, როგორც წინა შემთხვევაში ამჯერადაც ვრცელდებოდა წყვილის ბედნიერების ამასხველი ფოტო-კადრები, თუმცა დროს ვერც მათმა სიყვარულმა გაუძლო.
თოფურიასა და გუფის წყვილი დაიშალა, ერთადერთი, რაც რეპერმა საჯაროდ განაცხადა იყო ის, რომ ქეთაზე მეტად მამამისის (ქეთა თოფურიას მამა კანონიერი ქურდი იყო) პერსონა აინტერესებდა.
არ გასულა ბევრი დრო და რუსულ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ქეთა თოფურია რუს ბიზნესმენ და დიპლომატ ლევ დენგოვზე დაინიშნა.
ამის შესახებ დასკვნა სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ქეთას მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოებით დადეს.
მტკიცებულებად კი, ქეთას მარჯვენა ხელზე გაკეთებული ბეჭედი მოჰყავდათ.
წყვილმა გასული წლის ნოემბერში იქორწინა. წვეულებას მხოლოდ უახლოესი მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ.
სავარაუდოდ, ქეთა თოფურიას მეჯვარეები მისი მეგობრები ნუცა ბერიძე, მიმი შელია და ელინა ურთაევა იყვნენ.
როგორც ცნობილია, დენგოვს ქეთამდე 2 ცოლი ჰყავდა...
2013 წელს პირველ მეუღლეს გაეყარა, რომელთან ერთად ბიჭს, ლეონიდს ზრდის...
ქეთა თოფურია პრესის ყურადღების ცენტრში არაერთხელ აღმოჩენილა როგორც განცხადებებით, ისე აქტივობებით:
„დედა საქართველოს სააკაშვილმა მოუტ***ა და არა პუტინმა“ - ქეთა თოფურია კრიტიკოსებს აგინებს
მან რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში საზოგადოებას მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც ქეთა თოფურია გააღიზიანა.
კრისტი საჯაია: ყველაფერი მესმის ფულს შოულობ და რაღაცად იქეცი იმ ქვეყანაში მაგრამ ასე რანაირად უნდა დაეშვა? საკუთარი თავის მაინც ხომ უნდა გაგიტყდეს?! ჩუმად მაინც იყავი, არც შენი სამშობლო გიყვარს, არც ქართველები და ისიც ფეხებზე გკიდია რამდენი ტკივილი გადაიტანა საქართველომ. რანაირი ადამიანი ხარ არ მესმის... შენც ამ ქვეყნის შვილი ხარ რაც უნდა იყოს.
სადაც მოუწოდებ ერს არჩევნებზე წასვლისკენ იქ კომენტარის დაწერის უფლება რომ არ გვაქვს, კიდევ ერთხელ მეტყველებს რამდენად სუსტი ადამიანი ხარ... ვწუხვარ რომ შენნაირი შვილები ბევრი ჰყავს ამ ქვეყანას სამწუხაროდ.
ქეთა თოფურია: სამწუხაროა რომ კითხვა არ იცი და ტელეფონის პროგრამის რეკლამა, გელანდებათ პუტინის აგიტაციად. ან ის გამაგებინეთ, ხალხს თუ ვეუბნები წადით არჩევნებზე-მეთქი, ამაში რა არის ცუდი?
კრისტი საჯაია: შენ რომ გჯერა ამ უსუსური პასუხის მიხარია, წარმატებები.
ქეთა თოფურია: და შენ რომ განიკითხავ იმას, ვისაც არ იცნობ და აზრზე არ ხარ რა ხდება მის ცხოვრებაში, აი მე გპირდები, რომ მოგეტ***ბა დედა, უდაჩი.
კრისტი საჯაია: არჩევნზებზე ხმის მიცემა ადამიანის მოქალაქეობრივი ვალია ეს ერთი... მაგრამ ქვეყანაში რომელშიც პუტინი სამარადჟამო პრეზიდენტი უნდა იყოს და ადამიანის პირვანდელი უფლება იყოს თავისუფალი ადამიანი და თავისუფალი აზრი გამოხატოს დარღვეულია, მგონი, სირცხვილია მსგავსი მოწოდება... მშვენივრად იცით რომ პუტინი გეყოლებათ ალბათ სანამ დაობდება იქამდე პრეზიდენტად და შეგარგოთ, მაგრამ როდესაც იცი რამხელა ტკივილი მიაყენა შენს ქვეყანას თქვენმა საყვარელმა პრეზიდენტმა უბრალოდ ხმა არ ამოიღოთ და გვერდზე გაგდგეთ კარგი იქნება. გულის სიღრმეში იმედია მაინც ხვდებით რას ვგულისხმობ.
ქეთას და კრისტი საჯაიას დაპირისპირებას ბევრი მხარდამჭერი და მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა.
ქეთა თოფურია: ხალხო, იმენა ბრმა კლოუნები ხართ. დედა საქართველოს სააკაშვილმა მოუ***ა და არა პუტინმა. მე მაინც არ ვიცნობდე პირადად გიჟს. რომ არ იცით დეტალები გაჩუმდით მაინც ანუ მე სულ ვცდილობ რომ ვიყო პოლიტიკისგან შორს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან გავბრაზდი რომ ასეთი რეაქცია მოყვა იმას რო წადიტ არჩევნებზეო დავწერე. იქნება და წადით და პუტინისგან დაიხსენით თავიო მაგას ვგულისხმობ??? იმასაც ვერ ხვდებით რო თუ არ წავლენ უფრო გაუადვილდებათ გაყალბება. არ მეშინია მე ჩემი პოზიციის ახლავე გაგაგებინებთ რო ჩემი აზრით დღეს რო აირჩიონ სხვა რუსეთში ცხოვრება იქნება შეუძლებელი, აქ ისეთი ამბავი ატყდება თქვენ რო არ დაგესიზმრებათ 2008 იქნება სიზმარი ამიტომ სანამ რამეს დაწერთ გაერკვიეთ მაინც ბლიად - დაწერა თოფურიამ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⚪ ქეთა თოფურიას საქმრო ქალების დანაკლისს განიცდის
⚪ ქეთა თოფურია მუცელს აღარ მალავს - როგორ გამოიყურება მეორე შვილის მოლოდინში მომღერალი