Digest Logo

ქრისტინე იმედაძე დაქორწინდა - ვინ არის მომღერლის რჩეული?

1785435600
 ქრისტინე იმედაძე

მომღერალ ქრისტინე იმედაძესთან სიახლეა. „ზმნის“ ინფორმაციით, 42 წლის მომღერალი ცოლად გაჰყვა ნიკუშა დავითაიას.

ნიკუშა ჟურნალისტ ნინო თოლორდავას გერია. ნიკუშას მამა, გიორგი დავითაია ხის სახლების მშენებელი კომპანია - „რესე დეველოპმენტის“ დამფუძნებელია. ეს ქრისტინეს მეორე ქორწინებაა.

ქრისტინეს და ნიკუშას ურთიერთობა დიდ დროს არ ითვლის. წყვილმა ერთმანეთი ოჯახურ გარემოში გაიცნეს.

ქრისტინეს დეიდა, ფუფა გოგლიძე ნინო თოლორდავას მეგობარია. შესაბამისად, მომღერალი და ნიკუშა, ოჯახურ შეკრებებსა და წვეულებებზე, არაერთხელ გადაკვეთილან.

ამჟამად ახლად დაქორწინებული ქრისტინე და ნიკუშა, თავიანთ ოჯახებთან ერთად, საფრანგეთში, სენ-ტროპეში იმყოფებიან. მომღერალი დასვენების ამსახველ ფოტოკადრებს გამომწერებს ინსტაგრამით უზიარებს.

ცნობისთვის, ქრისტინე წელიწად-ნახევრის განმავლობაში ფეხბურთელ ლაშა ჯაკობიაზე იყო დაქორწინებული. წყვილს ქალიშვილი, 18 წლის ტაისია ჰყავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ WSJ: ChatGPT ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის ეტაპობრივ ინსტრუქციებს იძლეოდა

🎥 ქეთევან წამებულის ცხოვრების უცნობი დეტალები - ეს უნდა იცოდე!

„შენ გგონია, უფრთხილდები, იცავ... ამ დროს ძალადობ?“ - როდესაც მშობელი შვილის საზღვრებს არღვევს