Digest Logo

„ჩემი ბედისწერის ცვლილება გადავწყვიტე...“ - თამთა კვარაცხელია

1735063217
 თამთა კვარაცხელია

ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა თამთა კვარაცხელიამ პირად ცხოვრებასა და დაბადების დღეზე ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა. ასევე ცხოვრებიდან საინტერესო მომენტები გაიხსენა:

– უზრუნველი ცხოვრება თუ ცხოვრება სიყვარულით – რას ისურვებდი?

თამთა კვარაცხელია: ჩემს გამოცდილებაში უზრუნველი ცხოვრება და სიყვარული ერთად იყო, არ მომიწია მათ შორის არჩევანის გაკეთება... მახსოვს ის არაჩვეულებრივი შეგრძნება, თითქოს დედამიწაზე სამოთხე ვიპოვე და ბედნიერება დავიმსახურე, როცა მოულოდნელად სიცარიელე, მარტოობა, ყველა შიში და დარდი სადღაც უკან ისე გაქრა, თითქოს არც არასოდეს ყოფილა. თითქოს სამყარო ზრუნავდა ჩემზე, ჯადოსნური ჯოხით აქრობდა ყველა პრობლემას. ყველაფერი მქონდა, რაზედაც ოდესმე მიოცნებია და მინატრია. ჩემი ბედნიერებაც ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ვცდილობდი, ყველა წუთით დავმტკბარიყავი. კარგი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ცხოვრება არ იყო ჩემი კომფორტული მდგომარეობა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაცამ, როგორც ზღაპარში, ჩემი ნაწილი და ცხოვრება მოიპარა, სადღაც სასახლეში გამოამწყვდია და გადამალა. ცდუნება დიდი იყო, მაგრამ გადავწყვიტე, ნამდვილ თამთაზე გამეკეთებინა არჩევანი, თავისუფლება შემენარჩუნებინა და მებრძოლა იმისთვის, რომ თავად შემექმნა ჩემი უზრუნველი და ჰარმონიული სამყარო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მანამდეც არსებობდნენ ჩემს რეალობაში. ასე რომ, მე ჩემი ბედისწერის ცვლილება გადავწყვიტე და არჩევანი საკუთარი თავის სასარგებლოდ გავაკეთე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არა ერთხელ მითქვამს ძვირად ღირებულ საჩუქრებზე უარი და თაყვანისმცემლებისთვის იმედები გამიცრუებია...“ - თამთა კვარაცხელია

⭕ამ დღეებში იანვარში არაფერი დაგეგმოთ - ნახეთ, როგორია მთელის თვის კალენდარი

🎥 „გირჩევთ, ამ დღესაც აღნიშნოთ გველის შემოსვლა“ - 31 დეკემბერი ახალმთვარეობა და 2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მარიამ შუკაკიძისგან