საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელი გიორგი გველესიანი, „Geo Team • ჯეო თიმი“ youtube არხზე გულშემატკივრის კითხვებს პასუხობს.
- კითხვა, რომელიც თქვენთვის ყველაზე გამაღიზიანებელია?
- რატო არ დაგაყენეს? რამდენი გაქვს ხელფასი? ისევ დუბლებში ხარ?
- რა სუნამოს იყენებ?
- ჰერმესი
- რამდენ ქულას დაუწერდი სიმღერას „ჩვენ აქ ვართ“
- ბიჭებს მოსწონს და ბევრს მოსწონს, მე პირადად არ ვგიჟდები, თუმცა მაინც ჩემი პატივისცემა მათ. 10 ქულიდან დავუწერდი 5 ქულას.
- რას ფიქრობდი, როცა ავტობუსზე იდექით, რას გრძნობდით იმ დროს?
- ალბათ, წარმოგიდგენიათ რა სიხარულის გრძნობა და ემოციების ზღვა იქნებოდა. ეს შემთხვევა იყო უნიკალური, რომელიც არასოდეს დამავიწყდება.
- ყველაზე დიდი მენტალური გამოწვევა საფეხბურთო კარიერაში?
- შიშის გადალახვა, როცა ამ შიშსს გადალახავ შეიძლება წარმატებაზე ფიქრი. აქ თვითრწმენა გემატება და უკეთ იყენებ შენ შესაძლებლობებს.
- როგორი გრძნობაა, როცა ჯიბეში 127 მილიონი გიდევს?
- რომ ჩამოვედი, პირველი მითხრეს ეგ კრიშტიანოზე მკითხეს, ისევ ჯიბეში გიზისო? რაღაც სათაურები იყო, როგორ გავაჩერე რონალდო. მე რონალდო არ გამიჩერებია, არც ასეთი განსაკუთრებული რამე არ გამიკეთებია. იმის გამო, რომ ჩვენმა დაცვამ ორგანიზებულად და კომპაქტურად ითამაშა, ეს იყო ამის დამსახურება. ვინ თვლის, რომ მე ჯიბეში ვინმე მიზის, ჯიბეში ტელეფონი მიზის, თორე 127 მილიონი სიამოვნებით, არ მაწყენდა.
- ყველაზე უცნაური კითხვა რა უკითხავთ, როგორც ფეხბურთელისთვის?
- იკეთებ?
- ისევ ფიქრობ, რომ ფეხბურთი ქალების საქმე არ არის და არ უნდა ითამაშონ?
- ვისაც უნდა, უნდა ითამაშოს. ჩემი პირადი აზრია, რომ ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არის. მე პირადად ვფიქრობ, რომ ქალებს ფეხბურთი ნაკლებად გამოსდით. თუმცა, როცა ჩვენი, ქალთა ნაკრების თამაშებს ვუყურებ, გაკვირვებული ვარ და შესაძლოა ჩემი აზრი მალე შეიცვალოს.
უფრო ვრცლად ინტერვიუ ნახეთ აქ 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „კიდევ ერთხელ გავხდები დედა“ - ნინო თოლორდავა ოჯახის დანგრევაზე და პირადზე ალაპარაკდა