Digest Logo

🎥 იტალია, საფრანგეთი, ინდოეთი, მექსიკა - სად და როგორ დაისვენონ ზოდიაქოს ნიშნებმა, მიხეილ ცაგარელის რჩევები საზოგადოებას

1721301566
მიხეილ ცაგარელი

„ყველას ორგანიზმი გრძნობს დაღლილობას და ყველას აქვს სურვილი დაისვენოს. მთავარია ვინ, სად და როგორ უნდა დაისვენოს. 

ისეთი ნიშნები, როგორიცაა ჰაერის სტიქია, თანაბრად უყვართ მთიანი და ზღვიანი რეგიონები. ეს თქვენზეა დამოკიდებული სად დაისვენებთ. ორივეს თავისი ენერგეტიკა აქვს. 

აგვისტოში უნდა გაითვალისწინოთ ზოდიაქოს რომელ ნიშანს სად აქვს პოზიტიური შესაძლებლობები დასვენების კუთხით“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

ვერძი - თქვენთვის საინტერესო პერიოდია, აღსავსე მოლაპარაკებებით, კონტაქტებით, მიიღებთ ინფორმაციებს, რომელიც სექტემბერში ახალი იდეების საწყისი გახდება. საუკეთესო დროა სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობები მოაწესრიგოთ. შეგიძლიათ 1 კვირა ზღვაზე წახვიდეთ, შემდეგ იმოგზაუროთ. კარგი იქნება აშშ-ს აღმოსავლეთი მხარე, ინგლისის დასავლეთი მხარე, დანია.

კურო - საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ ადამიანურად დაისვენოთ, გამოიძინოთ და დროც გაატაროთ. გაითვალისწინეთ, კარგი ქვეყანაა თქვენთვის ირლანდია. მისაღებია შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარეც. 1 კვირა თუ გაატარებთ შვეიცარიის მთებში ძალიან კარგი იქნება. 

ტყუპები - თქვენ გაქვთ მრავალფეროვანი ფორმა დასვენებისა, კარგი იქნება ბელგიასთან, ავსტრიასთან ურთიერთობა, ვიეტნამი, ბირმა, ტაილანდი, მშვენიერ განწყობაზე დაბრუნდებით. 

კირჩხიბი - თქვენ ცოტა მეტი დასვენება გჭირდებათ ამ პერიოდში. გიყვართ მშვიდი დასვენება, ზღვასთან გადასარევად იგრძნობთ თავს. ძალიან კარგია ინდოეთის აღმოსავლეთი მხარე, რადგან გიყვართ მისტიკური ქვეყნები. გერმანია, პორტუგალია, ესპანეთის ქვედა ნაწილი იქნება ძალიან კარგი. 

ლომი - პოლონეთი, საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილი იქნება ძალიან კარგი თქვენი დასვენებისთვის. იქნებით აქტიური და დაისვენებთ ადამიანურად. 

ქალწული - თქვენ აუცილებლად უნდა დაისვენოთ აგვისტოს 20 რიცხვამდე, რადგან ენერგიები აღიდგინოთ. გერმანია, ბავარიის მხარე, იტალია, აქედან დაბრუნდებით სულ სხვა განწყობებით და ენერგიით. კუბაში არნახულ შთაბეჭდილებებს მიიღებთ.

სასწორი - რაც შეიძლება მეტად იმოძრავეთ, წადით ლამაზ ადგილებში, პარიზში, იტალიაში, რადგან ეს ხელს შეუწყობს თქვენს ენერგეტიკულ ეფექტს. 

მორიელი - კარგია ავსტრია, ჰოლანდია. მიიღებთ უდიდეს სიამოვნებას. თქვენთვის სამშობლოც კარგია, საქეიფო სიტუაციები ბევრი გექნებათ. დაისვენეთ, იმოგზაურეთ და დროც გაატარეთ. 

მშვილდოსანი - უნგრეთი, ბრაზილია, არგენტინა, ეს იქნება ძალიან კარგი ადგილები თქვენთვის, საიდანაც ცეცხლოვანი ენერგიებით დაბრუნდებით.

თხის რქა - თუ მთებთან გექნებათ ურთიერთობა ძალიან კარგი იქნება. გეძლევათ დასვენების საშუალება კორეაში ან იაპონიაში, ავსტრალია, ინდოეთი და თურქეთი იქნება დაუვიწყარი. 

მერწყული - სიყვარულის პერიოდი გეწყებათ. კანადა, მექსიკა, პერუ, ბირმა იქნება ძალიან კარგი ადგილი მოგზაურობისთვის, საიდანაც უდიდესი ენერგიებით ჩამოხვალთ.

თევზები - უნდა დაისვენოთ ინდონეზიაში, იტალიაში, საფრანგეთში, პორტუგალიაში. ეს ის ადგილებია, სადაც მოიკრებთ ძალას და ჩამოხვალთ არნახული შთაბეჭდილებებით.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მან ყველა ორგანოთა სისტემაზე შეიძლება იქონიოს გავლენა“ - ჭარბი წონის პრობლემა ბავშვებში, გავრცელებული ქრონიკული პედიატრიული პათოლოგია

🎥 5 წლის ასაკიდან დაწყებული შემოქმედებითი ცხოვრება, მამის დახვრეტა, 12 წლის ასაკში მოჭრილი ფეხი და ცხოვრების სიყვარული - გიგა ლორთქიფანიძის ტრაგიკული გზა

„წმინდა მიწაზე ჩვენი საქართველო, ენა, კულტურა და სიყვარული ჩამოიტანეს“ - ლაშა შაყულაშვილი ქართველ-ებრაელ წყვილზე, რომელმაც ისრაელში იქორწინა