Digest Logo

რამდენია ფინანსთა მინისტრის ხელფასი

1609270290
ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მინისტრის პოსტზე მისი ანაზღაურების რაოდენობაზე დასმულ შეკითხვას პასუხობს.

მაჭავარიანი აცხადებს, რომ ბიუროკრატია დაბალანაზღაურებადია.

„არ იზრდება სამწუხაროდ. დღეს ჩემი ხელფასი 4900 ლარია. მე ბიზნესიდან მოვდივარ, შესაბამისი დანაზოგი მაქვს, შეგიძლიათ ჩემი დეკლარაცია ნახოთ, ეგ იმდენად დრამატული არ არის. აქ პრინციპზეა საუბარი. ჩვენ ხომ იმაზე არ ვსაუბრობთ, რომელი მინისტრი რა დანაზოგით მოდის, ჩვენ უნდა შევხედოთ ასე სიტუაციას, რომ სამომავლოდ ჩვენ შეიძლება მოვიყვანოთ ახალგაზრდა, ძალიან გონიერი, ძალიან უნარიანი ადამიანები, როგორ მოვიზიდოთ ისინი. კერძო სექტორი ადამიანებს სთავაზობს აბსოლუტურად სხვა ნიშნულს,“- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა ,,ღამის კურიერში".