Digest Logo

🎥 „რას ჰქვია, ჩემს დასთან სხვა ბიჭმა იცეკვოს?... ამ მენტალიტეტის მადლიერებით დავიწყე ცეკვა“ - გიორგი გილიგაშვილი

1745827905
გიორგი გილიგაშვილი

მსახიობი, მომღერალი, პოეტი, ამ ყველაფრის მიღმა კი პოზიტიური, გულწრფელი, ბავშვური, ღმერთისადმი დიდი რწმენით გამორჩეული – ასეთია გიორგი გილიგაშვილი, „ჩემმა მზემ” – როგორადაც იცნობს მთელი საქართველო.

33 წლის, როგორც თავად ამბობს  ქრისტეს ასაკში, გიორგის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა, მაგრამ ავადმყოფობას მედგრად შეხვდა.

ამჯერად იგი სტუმრად „იმედის დღეში“ იმყოფებოდა, სადაც ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ დაიწყო ცეკვა, რისთვისაც დედას მადლობას უხდის.

„იმ მენტალიტესთვის და იმ დროისთვის სამეჯლისო ცეკვების ჯერ მხოლოდ ვიზუალური აღქმა ვაჟს როგორ უნდა ეცვას ეს ლაკის მაკასინები ეს იქნებოდა ჩემთვის ძალიან მიუღებელი, თუმცა ჩემი გონება მაშინ სწორედ დედაჩემმა გაანათა და დღესაც რაც გამომდის სწორედ მისი დამსახურებაა.

როცა დედამ მითხრა ეს ლაკის მაკასინები უნდა ჩამეცვა - დედას ვუთხარი მე ამას არ ჩავიცმვამთქო, კარგი შენ თუ არ ჩაიცვამ აი ის ბიჭი იქნება შენი დის წყვილი და ის იცეკვებს მასთანო.

რას ჰქვია, ჩემს დასთან სხვა ბიჭმა იცეკვოს? და სამ მენტალიტეტის მადლიერებით დავიწყე ცეკვა და სულ მოწყენილი სახით ვცეკვავდი“, - ამბობს გიორგი გილიგაშვილი. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by TV Imedi (@tv.imedi)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დღეს მოერიდეთ კისრის მკვეთ მოძრაობებს, ცივ გაზიან სასმელებს“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე

⭕„აივიმ და ავამ იციან, როცა ღამდება და ცაზე ვარსკვლავი აციმციმდება გოგოჩა ბაბუა! ანათე გოგიჩა ბაბუ, ჩვენ ყველგან გვწვდები“ – გიორგი გოგიჩაიშვილი 57 წლის გახდებოდა, რას წერს ნათია ბანძელაძე

🎥 „არ ენდოთ ახალ გაცნობილ ადამიანებს“ - 28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან