Digest Logo

🎥 რას შეცვლიდა საკუთარ თავში და რა აღიზიანებს ადამიანებში? - ბლიც ინტერვიუ ნუცა ბუზალაძესთან

1787149282
 ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და გულშემატკივრებთან მუდმივი, უშუალო კომუნიკაციით გამოირჩევა.

ამერიკაში მცხოვრები მომღერალი საკუთარ პლატფორმაზე ხშირად აზიარებს არა მხოლოდ შემოქმედებით სიახლეებს, არამედ პოზიტიურ გზავნილებს, რომლებიც ადამიანებში მოტივაციისა და კარგ განწყობის ამაღლებას ემსახურება.

მომღერალი ნუცა ბუზალაძე მსმენელს გრანდიოზულ სიურპრიზებს ჰპირდება. 22 აგვისტოს ბათუმში მისი მასშტაბური შოუ, NUTSA’S LIVE SHOW გაიმართება, სადაც მაყურებელი სრულიად ახალ ნომრებსა და ცეკვის ელემენტებით დატვირთულ პერფორმანსს იხილავს. 

იქამდე კი ნუცას მეგობარი, მასთან ბლიც-ინტერვიუს გვიზიარებს, სადაც მომღერალი ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს: 

- რანაირად არ იღლები არასოდეს?

- იმდენად მიყვარს მუსიკა და სიმღერა, რომ აქედან ვიღებ ყველაზე დიდი ენერგიას.

- საკუთარ თავში რამეს თუ შეცვლიდი?

- ისეთი ხასიათი მაქვს, სულ მიყვარს განვითარება და სწავლა. ჩემ თავში არაფერს შევცვლიდი.

- რა გაღიზიანებთ ადამიანებში?

- ნელი და შენელებული ადამიანები, ასევე ადამიანები, ვინც ძალიან ბევრ კითხვას მისვამენ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა მენეჯერმა, დარენ პრინსცმა სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც საჯაროდ დაადასტურა, რომ ქართველ მომღერალ ნუცა ბუზალაძესთან სასიყვარულო ურთიერთობა დაასრულა.

როგორც პრინსცის პოსტიდან ირკვევა, წყვილმა გზების გაყოფა ურთიერთშეთანხმებით, ცხოვრებისეული გარემოებებისა და განსხვავებული პირადი მიმართულებების გამო გადაწყვიტა.

ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინსცი 2025 წლის ივნისში დაინიშნნენ, თუმცა, როგორც ახალი პოსტიდან ჩანს, მათი გზები ცოტა ხნის წინ გაიყო.

რაც შეეხება ნუცა ბუზალაძეს, ამ თემაზე მას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ნახეთ ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რიტუალი, რომელიც ძილის წინ უნდა ჩაატაროთ - რა რჩევებს გვიზიარებს თამუნა იოსელიანი?

⭕ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი