Digest Logo

🎥 რატომ თქვა უარი მერიკო კარტოზიამ აშშ-ში მილიონდოლარიან კომპენსაციაზე - რას ჰყვება ტელეწამყვანი?

1760989830
მერიკო კარტოზია ო

ტელეწამყვანი მერიკო კარტოზია გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო, სადაც მან აშშ-ში ცხოვრების პერიოდი გაიხსენა და ისაუბრა, ასევე მან ისაუბრა მილიონდოლარიან კომპენსაციაზე რომელიც შესთავაზეს და უარი თქვა.

თუმცა, როგორც გადაცემაში მოჰყვა უარის თქმას ნანობს.

„გადაღება გვქონდა, ეტლიდან გადავყირდავდით. ჩემმა რესპონდენტმა ვერ დაიმორჩილა ცხენი, რის გამოც ხრამში გადავარდით, მივიღე დაზიანება, დამჭირდა ურთულესი ოპერაციები, სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში. 

6 ადგილას გადატყდა ფეხი თავიდან ვერც ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა... მქონდა ურთულესი პერიოდი, დახმარების გარეშე ვერ დავდიოდი, უცებ გაჩერდა ჩემი ცხოვრება, მაშინ როცა უამრავი პროექტი მქონდა წინ. 

მილიონდოლარიან კომპენსაციაზე უარი ვთქვი ჩემი რესპონდენტის გამო, რადგან მის საწინააღმდეგოდ უნდა დამეწერა საჩივარი და მე ამ ყველაფერს ხელი არ მოვაწერე, არ ვუჩივლე ჩემ რესპონდენტს. 

ამ შემთხვევიდან ძალიან მალე კი ეს ადამიანი გაქრა...

4 ადვოკატი ერთად დასდევდა ხელი მომეწერა, მეუბნებოდნენ რომ დიდ ფულს ვკარგავდი“, - ამბობს მერკო კარტოზია.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

📸 „ოჯახური მომენტები“ - რა ფოტოს აქვეყნებს ჯანეტ ქერდიყოშვილი

⭕„სიცხე ხელს უწყობს იმუნურ სისტემას მუშაობაში... ნუ შეგვეშინდება საკუთარი სხეულის!“ - რას წერს ექიმი ლევან შელეგია

🎥 „ამდენი წელი სიცრუეში ვაცხოვრე მაყურებელი, მეგონა სიკეთე მარტივი იყო...“ - მერიკო კარტოზია