Digest Logo

„რობერტ დე ნირომ სცენაზე მიხმო და ყველა ჩემს სახელს ყვიროდა!“ – ია ფარულავას „ყველაზე ბედნიერი 2 წუთი“ მოსკოვში, რას ასახელებს მსახიობი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტად?

1750930034
ია ფარულავა

მსახიობმა ია ფარულავამ გაიხსენა ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი მისი კარიერიდან, როცა 1987 წელს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ამერიკელმა ვარსკვლავმა რობერტ დე ნირომ მას მიმართა და სცენაზე იხმო იმისათვის, რომ „ყველაზე ლამაზ ქალად“ დაესახელებინა.

„ყველაზე ბედნიერი ორი წუთი ჩემს ცხოვრებაში, მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე რომ ვიყავი და რობერტ დე ნირომ ამირჩია ყველაზე ლამაზ ქალად ეგ იყო. სცენაზე რომ მომიხმო და ქართველები ჩემს სახელს რომ ყვიროდნენ, ეგ იყო დაუვიწყარი“, – იხსენებს მსახიობი.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი კი მისი სტუდენტობის პერიოდს უკავშირდება:

„თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე და თუმანიშვილმა ხუთიანი დამიწერა. როცა ვნახე ჩემი სახელი და გვარი გამოკრული და სამსახიობო ოსტატობაში მეწერა ხუთიანი, ცაში ავიწიე“, – ამბობს ფარულავა.

მიუხედავად ამ დაუვიწყარი წუთებისა, ია ფარულავა აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი იდეალური არ ყოფილა:

„ძალიან მხიარული ცხოვრება მქონდა-მეთქი – არა. უბრალოდ თავს ვიმხიარულებ“, – აღნიშნა მსახიობმა გულწრფელად.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან დამაზიანა და მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა...“ - გიორგი ცაგარელი სცენიდან გაუჩინარების მიზეზებზე ალაპარაკდა

⭕„შეიძლება შეხვდე ადამიანს, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს...“ - 26 ივნისის ასტროპროგნოზი

🎥 როგორ გავატაროთ ზაფხული და დავისვენოთ ფენშუის მიხედვით?! - თიკა ქოქაშვილის რჩევები