Digest Logo

„როდესაც საქართველოში ვცხოვრობდი, მოტყუებით ჩამწერა“ - გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლე დუმილს არღვევს

1774598347
გია სურამელაშვილი

გადაცემაში „უეჭველი ქართველია“ ცნობილი ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლის გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლე მაია სურამელაშვილი-კვესელავა იმყოფება სტუმრად. 

მან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

როგორც მაია კვესელავა ჰყვება, იგი მადლიერია ყოფილი მეუღლის, რადგან ჰყავს შესანიშნავი შვილი, რძალი და შვილიშვილები.

„არ მიყვარს არც კამერები, არც ჟურნალისტები, რადგან როცა საქართველოში ვცხოვრობდი მოტყუებით და ჩუმად, ჩამწერა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, მგონი იყო ინტერნეტტელევიზია. 

სრულიად სხვა მიზეზით ჩამწერეს, ერთ-ერთი პარტიის წევრი ვიყავი და თითქოს ეს საკითხი აინტერესებდათ, თუმცა შემდეგ „გამორთო“ კამერა და სხვათა შორის მკითხა, „თქვენ ხომ გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლე ბრაძანდებითო“.

იქ უკვე გავაჩერე და ვუთხარი, რომ მეჩქარებოდა. 

არ მიყვარს მე ამ თემაზე საუბარი, ზოგადად მე არ მიყვარს ჩემს ოჯახზე საუბარი, რადგან ჩემს უკან დგას ჩემი შვილები, შვილები, რძალი და რატომ უნდა გამოვფინო ჩემი განვლილი ცხოვრება და ჩემს ყოფილ მეუღლეზე რატომ უნდა ვილაპარაკო ცუდი, ან თუნდაც კარგი. ის არის ჩემი შვილის მამა და მე მადლიერი ვარ მაგისთვის, რომ მყავს არაჩვეულებრივი შვილი“, - ამბობს მაია კვესელავა. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა კავშირია ნაადრევ დაბერებასა და კბილების არასწორ წყობას შორის? - ნინო ბერიძის რჩევები და პასუხები აქტუალურ კითხვებზე!

⭕„შენშია ღმერთიც, ეშმაკიც და სიცარიელეც, რომელსაც უფრო მეტ დროს დაუთმობ, იმის მიხედვით წავა შენი ცხოვრება“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

⭕ვენერას რიტუალი, რომელიც პარასკევს უნდა გააკეთოთ - „აიღეთ ოქროსფერი სამკაული და დადექით სარკის წინ...“