Digest Logo

როგორ დაიკლო სალომე ბაკურაძემ 12 კილო

1622999270
სალომე ბაკურაძე

ცნობილი ქართველი მომღერალი სალომე ბაკურაძე ვარსკვლავებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მომღერალმა სალომე ბაკურაძემ 12 კილო დაიკლო. ამის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება. სალომე ამბობს, რომ გამხდარი თავს ბევრად კარგად გრძნობს და თავდაჯერება მოემატა.



„შვიდი თვის წინ სწორი კვება დავიწყე და დღემდე ვაგრძელებ. 10-12 კილო დავიკელი. ხანდახან მეც მაჯდება მხარზე დემონი და ვარღვევ, მაგრამ ფაქტია, შედეგი მაქვს. პარალელურად, სახლში ყოველდღიურად ვვარჯიშობ და „ელპიჯი“ მასაჟ-პროცედურასაც ვიკეთებ“, - ამბობს მომღერალი.

მისი თქმით, ზედმეტი კილოგრამები ნამდვილად არ უშლიდა ხელს, მაგრამ ახლა ფანტასტიკურად გრძნობს თავს. „წონის დაკლებამ თავდაჯერება მომცა, მაგრამ ჩაცმის მხრივ არაფერი შემიცვლია. ვთვლი, რომ სიგამხდრე მიხდება, თუმცა ჩემი თავი არც იმ წონით დამიწუნია. არასდროს არავინ მაბიჯებდა ფეხს, არიქა, დაიკელიო. ამ მხრივ განებივრებული ვიყავი. ყველა მატუტუცებდა და მეუბნებოდა: გიხდება, არ გინდა დაკლებაო…“- ამბობს მომღერალი.