44 წლის მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა კვარაცხელია საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი youtube-ზე „შეხვედრები ეკა ხოფერიასთან“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მან ისაუბრა, გადაცემაში იმაზე, თუ როგორ დაუთმო სახლი გიორგი ქინქლაძემ ახლად დაქორწინებულებს - მურთაზ შელიასა და ლიკა კვარაცხელიას - ინგლისში.
„ქინქალაძემ თქვა, ახლად დაქორწინებულებს სასტუმროში ხომ არ გავუშვებთო და მე სასტუმროში წავალ და თქვენ სახლში დარჩითო.
რას მერჩოდა სახლს ვალაგებდი 1 კვირა, მარტო კაცები რო ცხოვრობდნენ ისეთ სახლს 2 სართულიანს თან“, - იხსენებს ლიკა კვარაცხელია.
ყოფილი მოდელი და ბიზნესვუმენი ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში მეუღლის გაცნობის ისტორიას იხსენებს და წერს, რომ მომავალმა ქმარმა მის შესახებ ყველაფერი გაზეთის ფურცლებიდან გაიგო. მოდელსა და ცნობილ ფეხბურთელ მურთაზ შელიას 25 წელია ბედნიერი ოჯახი აქვთ. წყვილს სამი შვილი ჰყავს - ანა, ელენე და დათუნა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ხელს ვერ შევინარჩუნებდი, რადგან სულ დამსხვრეული მქონდა ძვალი...“ - რას ჰყვება ნინო ჩხეიძე