Digest Logo

როგორ შეხვდა ოჯახი მარიამ როინიშვილის ტატუებსა და პირსინგს: „შეიძლება, თამრიკოს არ სიამოვნებს, მაგრამ იცის, რომ ჩემი ცხოვრებაა...“

1695398287
მარიამ როინიშვილი

როგორ შეხვდა ოჯახი მარიამ როინიშვილის ტატუებსა და პირსინგს - ამის შესახებ მომღერალი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.

„ვერ ვიტყვი, რომ ძალიან შევიცვალე, თუნდაც ჩაცმის სტილით. ყველაფერს ვიხდენ – ტატუსაც და პირსინგსაც. ადრე ვფიქრობდი, რომ ტატუს და პირსინგს დახეული ჯინსი უხდებოდა, მაგრამ ასე არ არის. საოპერო ნაწარმოებების შესრულებისას სხვა ვიზუალი მჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, სცენას უხდება ტატუ. პირველი რომ გავიკეთე, მივხვდი, მეორე მინდოდა. შეყოლა იცის. ზურგზე ინგლისურად მაწერია „რწმენა, იმედი და სიყვარული“, ფეხზე – პატარა ჩიტები. მერე გავიკეთე პირსინგი ცხვირზე.

სახლში როგორი რეაქცია ჰქონდათ ამ ყველაფერზე?

გვიან ვთქვი, რომ ტატუ მქონდა. ამას დიდი რეაქცია არ მოჰყოლია. ბებიას ცოტა ეწყინა, მაგრამ პროგრესულად მოაზროვნეა, ამიტომ დიდხანს არ გაჰყოლია წყენა. მამამ მხოლოდ ის მითხრა, სცენაზე ხელი არ შეგიშალოსო. იმის მერე კიდევ ერთი ტატუ და პირსინგი გავიკეთე.

სიმართლე გითხრათ, ვერ ვიტყვი, რომ თამრიკოს ძალიან მოსწონს ჩემი პირსინგი, მაგრამ არ მეუბნება, ანუ ძალიან არ წუხს. შეიძლება, არ სიამოვნებს, მაგრამ იცის, რომ ჩემი ცხოვრებაა. მე ვწყვეტ და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ კიდევ რამე მომინდება, გავიკეთებ…“

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ტიკტოკერმა ნონა ვაშაყმაძემ 28 კილო დაიკლო - ნახეთ ვიდეო

 🔵„წარმოვიდგენ, რომ ცუდი რაღაც ხდება და ცრემლი თავისით მომდის, ზოგჯერ სახეში ხელს ორჯერ ვირტყამ... ასეთი სცენების გადაღება მიჭირდა“ - გაიცანით, 9 წლის ელენე ჩარკვიანი

🔵„უმაგრესი სეზონი იწყება“ - ჯარჯი თორაძე სოციალურ ქსელში მეუღლის ფოტოს აქვეყნებს

წყარო: fortuna.ge