Digest Logo

„როგორც ირაკლის შემთხვევაში იყო, ზუსტად ასე მოხდა ახლაც“ - ვინ არის ქეთათო პაპიაშვილის რჩეული?

1771912935
ქეთათო ჩარკვიანი

ირაკლი ჩარკვიანი 90-იანი წლების გამორჩეული მუსიკოსი იყო. მისი პერსონა, განსხვავებული იმიჯი, მუსიკა, პირადი ცხოვრება ყოველთვის იწვევდა საზოგადოების ინტერესს. 

საკმაოდ პოპულარული იყო ირაკლისა და ქეთათოს წყვილი. ქეთათო 16 წლის იყო, როცა ირაკლი გაიცნო; 17-ის კი, როცა ერთად ცხოვრება დაიწყეს. ირაკლი მაშინ ქეთათოზე ორჯერ უფროსი, 34 წლის იყო. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მასთან ასაკობრივი ბარიერი არასოდეს უგრძნია. ხშირად წერდნენ დუეტებს, გამოდიოდნენ კლუბებში კონცერტებზე, რომელთა ჩანაწერებიც დღემდეა შემონახული. შემდეგ შეეძინათ გოგონა – ნანა. 

ერთად მხოლოდ 10 წელი იცხოვრეს. ირაკლის გარდაცვალების შემდეგ ქეთათოს მიმართ ყურადღება გაორმაგდა. ხშირად ეკითხებოდნენ, ფიქრობდა თუ არა მეორედ დაოჯახებაზე.

ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ ქეთათოს დიდი ხნის განმავლობაში პირადი ურთიერთობა არავისთან ჰქონია. რამდენიმე წლის წინ კი „ინსტაგრამზე“ ახალგაზრდა კაცთან გადაღებული ფოტოები გამოქვეყნება დაიწყო, თუმცა საჯაროდ მის შესახებ არ საუბრობდა.

„მე და ჩემი მეორე ნახევარი 5 წელია ერთად ვართ. ოჯახის შექმნაში მაინცდამაინც თუ იმას გულისხმობთ, რომ ჯვარი უნდა დაიწერო და ხელი მოაწერო, მე ირაკლისთან ურთიერთობისთვისაც არ მიმიცია არანაირი ოფიციალური სახე. უბრალოდ ვთვლი, რომ როცა გინდა ადამიანზე ზრუნვა, ის ხდება შენი მეორე ნახევარი.

როგორც ირაკლის შემთხვევაში იყო, ზუსტად ასე მოხდა ჩემსა და გივიკოს შორის. გავიცანით ერთმანეთი... ადამიანებს შორის, როდესაც სატელეფონო საუბრები ზომაზე მეტ ხანს გრძელდება, აქვთ საერთო შეხების წერტილები, არის მიზიდულობის მომენტი და ინტერესი, ეს უკვე ძალიან კარგია.

წლებია მაქვს გარკვეული ურთიერთობა. სახელის დარქმევა - მეგობარი თუ თანამგზავრი, არ ვიცი; ხან ვშორდებით ერთმანეთს, ხან ვრიგდებით. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ უერთმანეთოდ ვერ ვართ. არაფრის სტატუსს არ ვინარჩუნებ - როგორც თავიდან არ წავსულვარ და ხელი არ მომიწერია ირაკლისთან, ასეა ახლაც“, - ამბობს ქეთათო პოპიაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ცხოვრება? - შეგიძლია სხვაგვარი აირჩიო, თუ განვითარებისა და მსახურების უკეთეს შესაძლებლობას მოგცემს.... და ღმერთი? ამის პასუხი არავის აქვს“ - რას წერს გია მურღულია

⭕„ნუ წამოიწყებთ სასამართლო დავებს, ქონებრივ და მემკვიდრეობით თემებზე განსაკუთრებით“ - 24 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით