ამერიკული Voice - ის 24-ე სეზონის ქართველმა მონაწილემ - ნინი ბრეგვაძემ საოცარი შესრულებით ჟიურის ოთხივე წევრი წამებში შემოაბრუნა.
ისინი ქართველ კონკურსანტზე ფეხზე წამომდგარი უკრავდნენ ტაშს. როგორც ცნობილია, ნინი ბრეგვაძე ქართული X ფაქტორის, მონაწილეა.
27 წლის მომღერალი, ბოლო 7 წელია აშშ-ში ცხოვრობს, გამოცემა NBC ნინის განვლილი ცხოვრების შესახებ საუბრობს და წერს, რომ ის 2016 წელს გადავიდა ნიუ-იორკში საცხოვრებლად და მთელი თავისი ცხოვრება უკან მოიტოვა, რადგან კარიერა გაეგრძელებინა.
„ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო, უნდა მეპოვა საცხოვრებელი ადგილი, სამსახური და მებრძოლა იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც აქ ჩამოვედი“, - ამბობს ნინი.
გამოცემის ცნობით, ამ რთული დასაწყისის შემდეგ, ის სრული დატვირთვით მღერის ადგილობრივ რესტორნებში, ბარებსა და ქორწილებში.
როგორც ნინი NBC-თან საუბარში აღნიშნავს, ამერიკაში ჩასვლიდან, რამდენიმე კვირის განმავლობაში უსახლკარო იყო და მეტროში ცხოვრობდა.
თუმცა, მისი საბოლოო მიზანი ადგილის დამკვიდრება და The Voice-ის ამერიკულ შოუში მონაწილეობაა. ოცნება მაშინ აუხდა, როდესაც მწვრთნელებმა, ჯონ ლეჯენდმა, გვენ სტეფანიმ და ნაილ ჰორანმა სკამები ზუსტად ერთსა და იმავე დროს შეატრიალეს. რამდენიმე წამის შემდეგ მათ ჟიურის მეოთხე წევრი რება მაკენტაირი შეუერთდა.
მან უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა ჟიურის წევრებისგან.
„ეს იყო დღის საუკეთესო ვოკალი“, - თქვა აღფრთოვანებულმა ჰორანმა, რომელიც ამავე პროექტის 23-ე სეზონის გამარჯვებულის მენტორია.
"ჩვენ აქ პოტენციურ გამარჯვებულს ვხედავთ"
„საოცარი შესრულება იყო, გასაოცარია ის ფაქტი, თუ როგორ შეძელი სხვადასხვა სტილში შენი ვოკალის შეცვლა, შენი ხმა აღმაფრთოვანებელია ამ შოუსთვის, შენ უკვე გააკეთე დიდი საქმე, რადგან უკვე გვანახე გრემის დონის სანახაობა, ზებუნებრივია ის თავდაჯერებულობა, რომელიც სცენაზე გამოავლინე“,- აღნიშნა ჟიურის წევრმა გვენ სტეფანიმ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: