ტელეწამყვანი ეკო ფანგანი გადაცემა „კულინარიული დუელის“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარ ოჯახურ ურთიერთობებზე, სვანურ ფესვებსა და ტრადიციულ აღქმაზე გულახდილად ისაუბრა.
„ერთი ბებია და ბაბუა — ფანგანები — რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის პირდაპირ ცხოვრობდნენ. ჩვენი სახლის ერთ-ერთი ოთახი — დედაჩემის და მამაჩემის ოთახი — სხვათა შორის, ცნობილი მანანა ორბელიანის სალონი იყო, სადაც დიდი ქართველები იკრიბებოდნენ. საზოგადოებამ ნიკოლოზ ბარათაშვილიც პირველად სწორედ იქ გაიცნო. იმ დროინდელი იყო იქ ყველაფერი... საოცარი და ნოსტალგიური სახლი მახსენდება.

მეორე ბებია და ბაბუა ვაკეში, ატენის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ბაბუა უნივერსიტეტის დეკანი იყო და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ამხანაგობის მიერ აშენებულ სახლში ცხოვრობდა.
მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემიც თბილისში დაიბადა და გაიზარდა — იმავე სახლში, რუსთაველზე — და ბაბუაჩემიც აქ ცხოვრობდა, მამას სვანეთში სულ დავყავდით ყოველ ზაფხულს. ჩვენ „სვანი სვანები“ ვართ. „სვანი სვანი ვარ“ — ეს სხვა რამეს ნიშნავს; სვანი მიხვდება. მამაჩემმა, მაგალითად, ძალიან ძველი და სუფთა სვანური იცის, მეც ასე თუ ისე ვისწავლე. ვგიჟდები, მართლა ძალიან მიყვარს და ახლა ვაგრძელებ ამ ტრადიციას.
ექვსი ძმისშვილი მყავს, ოთხი — ბიჭი. როგორი მამიდა ვარ? „დედა-მამიდა“ ვარ! ეს სიტყვა ლექსიკონში შევიტანე. ზოგადად, პატრიოტი ტიპი ვარ, მით უმეტეს, სვანეთზე ვგიჟდები. ჩავდივარ იქ, ნათესავებს ვნახულობ — ვინმეს რამე ხომ არ სჭირდება... არა მხოლოდ ჩემი ძმისშვილების, გამოდის, რომ ყველას მამიდა მე ვარ.
წუნია არ ვარ, უბრალოდ დრო არ არის! ჩემს ნაჭუჭში კარგად ვზივარ. სხვათა შორის, ძმისშვილებზე რომ მკითხეთ, როცა მეკითხებიან, შვილი არ გყავსო, ვერ ვამბობ, რომ არა-მეთქი. მათთან ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩემთვის მართლა... ვერც ავხსნი.
ყველაფერი მათთან ერთად მინდა. კახეთშიც ერთად დავდივართ ხოლმე დასასვენებლად. ექვსივესთან ერთად ყოველთვის ვერ ვახერხებ, ხან შუა სამთან ერთად მივდივარ, მაგრამ პატარებიც იზრდებიან და უკვე ექვსივესთან ერთად ვიქნები“, - ამბობს ეკო ფანგანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თუ ცხოვრება ტექსტად არ გადაიქცა, განწირულია დასავიწყებლად“ - გია მურღულია