Digest Logo

რუსა ჩაჩუა იუბილარია – მოდელის წარმატებული კარიერა და ოჯახი

1794330618
რუსა ჩაჩუა

ქართველი მოდელი და ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა იუბილარია - იგი 40 წლის გახდა.

ოთხი შვილის დედა სოციალურ ქსელში განსაკუთრებული სილამაზითა და დახვეწილი სტილით გამოირჩევა და გამომწერების ყურადღებას ხშირად იქცევს.

რუსა ჩაჩუას დაბადების დღეს მეგობრები, ოჯახის წევრები და გამომწერები ულოცავენ.

მოდელი სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებს როგორც ოჯახურ, ისე ფოტოსესიებისა და მოგზაურობის კადრებს. მისი მეუღლე ბიზნესმენი დიმა ნაფეტვარიძეა, რომელთანაც ორი საერთო შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან კი რუსას კიდევ ორი შვილი ჰყავს.

რუსა ჩაჩუამ პირველი ოჯახი 17 წლის ასაკში შექმნა.  3 წელი კომპანია „მაგთიში" მუშაობდა, ნასტიას დაბადებიდან მალევე კი მოდელი არჩილს გაშორდა. 

როგორც ამბობენ, რუსა მკაცრი და „გიჟი“ დედაა, შვილებისგან მაქსიმუმს მოითხოვს და არც თვითონ იშურებს ენერგიასა და დროს. მოდელის პირველი შვილი, თაზო სახვაძე, თინეიჯერებსა და დედის გამომწერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ცვლილება, რომელიც ორსულებს ეხება - მთავრობამ დეკრეტული შვებულების შესახებ ახალი ინიციატივა დაამტკიცა

⭕„სარკეში ვიხედებოდი და ვერ ვხვდებოდი, როგორ შევძლებდი სცენაზე დგომას“ – ლალიტა ლომთაძე ოპერაციის შემდეგ გადატანილ სირთულეებზე

🎥 რატომ იზრდება ახალგაზრდებში სიმსივნის შემთხვევები და რა ფაქტორები უწყობს ხელს დაავადების განვითარებას? - კოტე თოდუას რჩევები!

✕