მოდელი და დიზაინერი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ „რჩევებს“ პასუხობს, რომლებიც მისი პირადი ცხოვრების „გამარტივებასა“ და მდიდარ მამაკაცთან კავშირს ეხება. მოდელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი საკუთარი ფინანსებითა და შესაძლებლობებით სრულიად კმაყოფილია და სხვისი ჩარევა არ სჭირდება.
„ჯერ ერთი, ვგავარ ქალს, რომელსაც რჩევა სჭირდება? გკითხათ თქვენ ვინმემ რჩევა? მეორე, მე საკმაოდ ბევრი ფული მაქვს, იმდენი, რომ ერთად რომ შეკრიბო, ბევრ ქართველ კაცს არ ჰქონდეს და საკმაოდ ბევრი ქონება მაქვს. ვაპირებ, რაც მაქვს, ამაზე ასჯერ მეტი ვიშოვო ჩემი ნიჭით, ტალანტით და უნარებით“,- აცხადებს დოროყაშვილი.
მოდელმა ასევე ისაუბრა თავის ამჟამინდელ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ჰარმონიულად არის:
„მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, არაფერს არ ვუჩივით საერთოდ, ვართ ბედნიერად, ლაღად და მშვიდად. არ გვაქვს არანაირი საჭიროება, რომ დაგვემატოს მესამე, ვინმე მდიდარი მოხუცებული. თუ თქვენ გინდათ, მონობა და ასე ცხოვრება შეგიძლიათ თქვენ ასე იცხოვროთ, თუმცა გულწრფელად მეცოდებით ასეთი ადამიანები“, – ამბობს ნეკა დოროყაშვილი.
