Digest Logo

🎥 „საკოლექციო ეგზემპლარები 150 000 დოლარია“ - რა ღირს სათამაშო, რომელიც შორენა ბეგაშვილს 7 ცალი აქვს

1750074053
შორენა ბეგაშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უამრავი ჭორი მოსდევს. მიუხედავად ამისა, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებსა და გულშემატკივრებს პერიოდულად უზიარებს.

მოდელის პირად ცხოვრებას, არაერთი სკანდალი უკავშირდება და მის გვერდით მყოფ საყვარელ კაცზე სხვადასხვა ჭორი თუ მართალი ვრცელდება ყვითელ მედიაში.

ამჯერად შორენამ გამომწერებს სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გაუზიარა, სადაც ჩანს რომ მას ტრენდული სათამაშო - ლაბუბუს კოლექცია აქვს.

სათამაშოები სხვადასხვა ფასთა კატეგორიაშია წარმოდგენილი, საკოლექციო ეგზემპლარები კი, რომელიც ადამიანის ზომის არის 150 000 დოლარია.

„მე – ორი კვირის წინ – რა არის ლაბუბუ? ასევე მე...“ წერს შორენა და აქვეყნებს ვიდეოს, რომლის ჩანთაც სავსეა ლაბუბს სათამაშოთი. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გილოცავთ ყველას, ვისაც ქართველი სპორტსმენების გამარჯვება, ქართული ჰიმნის აჟღერება და ქართული დროშის ყველაზე მაღლა აფრიალება გიხარებთ გულს!“ - გია ბაღაშვილი ეთერ ლიპარტელიანის გამარჯვებაზე

⭕„სეტყვა, ძლიერი წვიმა და ელჭექი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

⭕„რაკეტა მეზობელ კორპუს დაეცა, ჩემების კორპუსიც ჩამოშალა...მთელი ღამე ქუჩაში გაატარეს და ამდენი წლის ნაშრომი ნანგრევებმა ჩაიტანა“ - „მეჩანთე“ ისრაელში მცხოვრების ემიგრანტი დის ოჯახზე ინფორმაციას აქვეყნებს