Digest Logo

„საკუთარი თავი დავკარგე“ - რატომ უთხრა მეუღლეს უარი ნანუკა გულუამ კიდევ ერთი შვილის გაჩენაზე

1779182516
ნანუკა გულუა და კახა კაშია

ცნობილი ქართველი მსახიობი ნანუკა გულუა პოდკასტ „სარკასტიკაში“ იყო სტუმრად, სადაც პირად ცხოვრებასა და დედობის შემდგომ სირთულეებზე გულახდილად ისაუბრა. მსახიობმა, რომელიც საზოგადოებას ყოველთვის თავისი პოზიტიური განწყობითა და იუმორით ხიბლავს, ამჯერად საკმაოდ ემოციურ და ბევრი ქალისთვის ნაცნობ თემებზე ისაუბრა.

„პირველი შვილი 38 წლის ასაკში გავაჩინე, ახლა ვარ 42 წლის. ჩემს ქმარს ძალიან უნდა კიდევ ერთი შვილი, მაგრამ ვეღარ გავუჩენ. ვეუბნები, თუ ასე ძალიან გინდა, მოიყვანე საიდანმე და გავზრდი-მეთქი. ვეღარ გავუჩენ იმიტომ, რომ ასაკში ვარ, საკუთარი თავი დავკარგე და იმიტომ, რომ დიდი წონა მაქვს. სამშობიარო ასაკი დიდია“, - აღნიშნა ნანუკა გულუამ.