მომღერალი და ტელეწამყვანი სალომე ბაკურაძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ მეუღლე გარდაეცვალა, გადაცემას „არტისტული ოთხშაბათი“ დაუბრუნდა. ეთერში ჩართვამდე მან მაყურებელსა და მსმენელებს ემოციურად მიმართა და აღნიშნა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ცხოვრება მაინც გრძელდება.
„გრძელდება გადაცემა ისე, როგორც გრძელდება ცხოვრება — როგორი რთულიც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა გვიჭირდეს, რა განწყობაზეც არ უნდა ვიყოთ და როგორც არ უნდა გვინდოდეს ამის გაკეთება, მაინც გრძელდება.
სანამ ცოცხლები ვართ, ვფიქრობ, ჩვენი ვალია, რომ ერთმანეთისთვის რაც შეიძლება მეტი სიკეთე გავაკეთოთ და ერთმანეთისთვის მეტი სიკეთის მომტანები ვიყოთ. ამიტომ თქვენი მხარდაჭერისა და გამხნევების ძალიან დიდი იმედი მაქვს.
ვაგრძელებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოგიტანოთ და მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. მე ვაგრძელებ, მე ვიწყებ“, - ამბობს სალომე ბაკურაძე მიმართვაში.
მან ასევე მადლობა გადაუხადა კოლეგებს და მეგობრებს მხარდაჭერისათვის.
შეგახსენებთ, რომ რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ. სალომესა და ლაშას ერთი შვილი - სანი ჰყავთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მაინც ვერ ისწავლა ადამიანმა, რომ „ორი ბატონის მსახური ვერ იქნები“... - რას წერს გია ჯაჯანიძე
🎥 💍ქეთი ჩხაიძეს მეუღლემ ხელი მეცამეტედ სთხოვა - მანდატურის და სკოლის მოსწავლის სიყვარულის ისტორია