ჯგუფ „მიქსტურას“ ვოკალისტი, მომღერალი მარიამ შენგელია, რომელმაც საქართველოს „ევროვიზია 2025-ზე“ წარადგინა ჯვარი დაიწერა და რჩეულზე დაქორწინდა.
ქორწილი 26 სექტემბერს იყო, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა.
მათ შორის იყო მომღერლები ბაბი კირკიტაძე და სალომე ბაკურაძე.
საღამოს განსაკუთრებული განწყობა სწორედ მათმა ერთობლივმა შესრულებამ შექმნა. მომღერლებმა ქორწილში დუეტი შეასრულეს და სტუმრებს დაუვიწყარი მუსიკალური საღამო აჩუქეს.
ნახეთ ვიდეო:
მარიამ შენგელია მორაგბე გიორგი მჭედლიშვილზე 2026 წლის მაისში დაინიშნა. გიორგი მარიამს დაბადების დღეზე ხელი სთხოვა.
სალომე ბაკურაძე დაქორწინებული იყო პროდიუსერ ლაშა ბასლანძეზე (წყვილმა 2014 წელს იქორწინა).
მათ ჰყავთ ერთი საერთო შვილი სანტი.
2025 წლის ნოემბერში ლაშა ბასლანძე მოულოდნელად გარდაიცვალა, რამაც მომღერლის ცხოვრებაში მძიმე კვალი დატოვა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლოცვა, რომელიც ჯვართამაღლებას უნდა წაიკითხოთ
🎥 მარიამ შენგელიას შესრულებული ცეკვა „ქართული“ - კადრები მომღერლის ქორწილიდან
⭕27 სექტემბრის გზავნილი - „ყველაფერი საბოლოოდ ნათელი გახდება“