Digest Logo

„საოცარი გოგო ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს თაკო ჩხეიძე

1789659575
თაკო ჩხეიძე

მოდელი თაკო ჩხეიძე ქართულ საზოგადოებაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ელეგანტურ ქალად ითვლება. იგი სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ამჯერად, მოდელი სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს, რომლებიც საბერძნეთის კუნძულ სანტორინზეა გადაღებული.

კადრებმა გამომწერების კომპლიმენტები დაიმსახურა:

„ულამაზესი და უმშვენიერესი“,

„საოცარი გოგო ხარ“,

„მშვენიერი და დახვეწილი“, - წერენ კომენტარებში.

თაკო ჩხეიძე ქართული მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და გამორჩეული ფიგურაა. წარმატებული სამოდელო კარიერის შემდეგ, მან მოღვაწეობა მოდის ბიზნესის სფეროში განაგრძო და სამოდელო სააგენტო „Geo Model Agency“ დააფუძნა, რომელიც წლებია ახალგაზრდა ქართველ მოდელებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაში ეხმარება.

გარდა ამისა, თაკო ჩხეიძე არის „თბილისის მოდის კვირეულის“ (Tbilisi Fashion Week) დამფუძნებელი და ორგანიზატორი. სწორედ მის სახელს უკავშირდება პროექტი, რომელმაც ქართველ დიზაინერებს გლობალურ მედიასა და საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრების შესაძლებლობა მისცა.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, თაკოს მეუღლე ბიზნესმენი რუსლან აბაშიძეა. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს. თაკო სოციალურ ქსელებშიც აქტიურობით გამოირჩევა, სადაც გამომწერებს საკუთარ მოგზაურობებს, დახვეწილ სტილსა და ყოველდღიურ სიახლეებს ხშირად უზიარებს.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Tako Chkheidze (@tako_chkheidze)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა ანადგურებს ურთიერთობას ყველაზე ჩუმად? - რას წერს ფსიქოლოგი

⭕ თბილისში, 18 სექტემბერს წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

⭕ „როცა სიხარულიც გძაბავთ“ — რატომ იწვევს დიდი ბედნიერება ორგანიზმის სტრესს: ლევან შელეგიას განმარტება