
გიორგი გველესიანი გასულ წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ ვარსკვლავად იქცა. პორტუგალიის წინააღმდეგ შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.
გიორგი გველესიანი ქართველი ფეხბურთელი, თეირანის „პერსეპოლისის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველია.
იგი თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მისი დებიუტი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს თასის გათამაშების ფარგლებში „გაგრას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 2010 წლის პირველ დეკემბერს შედგა. გიორგი შეხვედრის 70-ე წუთიდან კამერუნელი ლეგიონერის, დონალდ ჯუსეს ნაცვლად ჩაერთო თამაშში, რომელიც „დინამომ“ 2–0 მოიგო.
გიორგის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილია, რომელთანაც ფეხბურთელს ერთი შვილი ჰყავს. გიორგის ორი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან.
თავად გიორგის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილიც საკუთარ საქმიანობაშიც წარმატებულია. იგი ჰოლივუდის კინოაკადემიის საქართველოს ფილიალის პრეზიდენტია. დაკავებული ცხოვრების მიუხედავად კი, ახერხებს მეუღლის ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყოს.
ცნობილი წყვილი კი ფოტოგრაფ ნათია ღაჭავას ობიექტივში მოექცა და შესანიშნავი ფოტოები გადაიღეს თბილისის ქუჩებში.
„გიორგი გველესიანი თავის ულამაზეს მეუღლესთან, ლინდასთან ერთად ჩემს ობიექტივში 🤍 საოცარი სიყვარულის ისტორია გადავიღეთ თბილისის ქუჩებში“, - წერს ფოტოგრაფი.
ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:
„რა ლამაზი კადრებია“,
„ულამაზესი ფოტოებია“,
„იბედნიერეთ საოცარი წყვილია“,
„ბედნიერი წყვილის ამსახველი კადრები“,
„ულამაზესი ლინდა და უსიმპატიურესი გიო
„მართლა ჰოლივუდური წყვილია და თქვენ ნათია ძალიან ნიჭიერი ფოტოგრაფი ხართ“, - წერენ კომენტარებში.
ნახეთ ფოტოები 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ არის სასურველი სამსახურში გამოიჩინოთ ინიციატივა“ - 26 მარტის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან
🎥 რა იწვევს კიდურების შეშუპებას და როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას?! - ზაზა თელიას რჩევები