
ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურად გვიზიარებს როგორც პირად ცხოვრებასთან, ისე ყოველდღიურობასთან დაკავშირებულ კადრებს. იგი ერთ-ერთი ცნობადი სახეა, რომელსაც სოციალურ პლატფორმებზე ათიათასობით გამომწერი ჰყავს და მუდმივად ყურადღების ცენტრში იმყოფება.
ცოტა ხნის წინ ალექსანდრა იტალიაში საყვარელ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, რაც მის გამომწერებსა და ყვითელ მედიას არ გამორჩენია. როგორც ირკვევა, მოდელმა და ბიზნესმენმა დავით კოდუამ ურთიერთობაში მცირე პაუზის შემდეგ კვლავ განაახლეს და გადაწყვიტეს შანსის მიცემა ერთმანეთისთვის.
შეგახსენებთ, რომ წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს - ქალიშვილი, ვიქტორია.
პაიჭაძის ცხოვრებაში საინტერესო პერიოდია როგორც პირად, ისე პროფესიულ ასპარეზზე - ამჯერად მოდელი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებმაც კომპლიმენტები დაიმსახურა:
„უმშვენიერესი როგორც ყოველთვის“,
„საოცრად გამოიყურები“,
„ძალიან მაგარ ფორმაში ხარ“, - წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საოცარი ხარ...“ - ეკო ფანგანი მოგზაურობიდან ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕„გაუმარჯოს ლეგენდას!...“ - ნინი შერმადინი ილია თოფურიას გამარჯვებას ულოცავს