ქართული შოუბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენელი ნინო ჩხეიძე, რომლის რეპერტუარი ქალაქურ ფოლკლორს, ეთნო და პოპმუსიკის ელემენტებს შეიცავს, არაჩვეულებრივ ფორმაშია.
მომღერალმა სოციალურ ქსელში ახალი კადრები გაავრცელა, სადაც ულამაზეს თეთრ ლუქში პოზირებს:
„როგორც ყოველთვის ბრწყინავ“,
„საოცრად გამოიყურები“,
„ერთი ქალის მარტო ღიმილი გაქვს“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, მომღერლის ცხოვრებაში სიახლეა მისი ქალიშვილი 21 წლის მარიამ კორახაშვილი კანადელ რჩეულზე დაინიშნა. როგორც ნინომ აღნიშნა, ეს სიახლე მისთვისაც მოულოდნელი იყო.
ნინო ჩხეიძემ აღნიშნულ თემაზე fortuna.ge-თან ისაუბრა:
„მოულოდნელი მაინც იყო, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წელია იცნობენ ერთმანეთსაც და აქვთ მიმოწერა. ჯერემი ელენორი ცხოვრობს კანადაში, ერთმანეთი კი გაიცნეს აქ, თბილისში, როდესაც იგი გაცვლითი პროგრამით იყო ჩამოსული „ვებსტერის“ უნივერსიტეტში, სადაც მარიკო სწავლობს. მარიკოს, ძირითადად, უცხოელებთან აქვს შეხება. მაშინ, როცა ერთმანეთი გაიცნეს, არაფერი ყოფილა და შესაბამისად, მეც არ ვიცნობდი. როცა უკან დაბრუნდა, კანადაში, მარიკოსთან ოთხი წლის განმავლობაში ჰქონია მიმოწერა. შარშან ჩამოვიდა და უკვე მარიკომ გაგვაცნო. თქვა, რომ ისევ დაბრუნდებოდა და მართლაც ისევ ჩამოვიდა. მარიკოს ხელი ჩემთვის არ უთხოვია. მარიკოც და ისიც ბობ დილანის ფანები არიან. მარიკოს სიურპრიზი გაუკეთა და ბობ დილანის კონცერტზე დაპატიჟა. ის ხელის თხოვნის ვიდეოები, რომლებიც გავრცელდა, სწორედ ამ კონცერტზეა გადაღებული. მეც არ ვიცოდი და ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. როცა ფოტოები დაიდო და ყველა წერდა, ვერ ვაკეთებდი კომენტარებს, ცოტა დავიბენი, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. როცა ჩამოვიდნენ ჩვენთანაც იყვნენ სტუმრად. ძალიან გახარებულები ვართ.
- ნინო შენ პატარა იყავი როცა გათხოვდი?
- მე 21 წლის ვიყავი, ძალიან პატარაც არ ვყოფილვარ. როცა ვთხოვდებოდი, მეგონა, რომ დარჩენილი ვიყავი და ძლივს გავთხოვდი. ახლა კი მეჩვენება, რომ მარიკო ძალიან ადრე დაქორწინდა. არ მეჩვენება, ასეა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ მთავარია კარგი ადამიანი შეხვდეს. მე ერთი წუთითაც არ მინანია, რომ ადრე გავთხოვდი. არაფერში ხელი არ შემეშალა. მთავარია კარგი ადამიანი შეგხვდეს.
- მარიკო როგორ გრძნობს თავს?
- ძალიან, ძალიან ბედნიერია.
- რას გვეტყვი ჯერემის შესახებ?
- ძალიან კარგი ბიჭია, მეც ძალიან მომეწონა. ცოტა ენის ბარიერი მაქვს. კანადური ინგლისურის გაგება ცოტა მიჭირს.
- იცის, რომ ასეთი პოპულარული სიდედრი ჰყავს?
- კი, კი დავპატიჟეთ სტუდიაში. დავათვალიერებინეთ ყველაფერი. ძალიან გახარებულია, მოისმინა ჩემი სიმღერებიც. სიმართლე გითხრა, ძალიან გახარებული ვარ, ოღონდ ემოციებისგან დაცლილი. სიხარული ცოტა შოკში რომ გადაგდის ასე ვარ.




⭕ ასევე დაგაინტერესებთ: