Digest Logo

„მარტოობა ხელა უწყობს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა პარკინსონი, ასევე 37%-ით ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს“ - რას წერს ლევან შელეგია

1762950633
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, ფეისბუკში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე რეკომენდაციებს უზიარებს.

მისი თქმით, მარტოობა ხელა უწყობს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა პარკინსონი, ასევე 37%-ით ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს:

„1. თუ ფსიქიატრი პირველივე ვიზიტზე რამდენიმე წამალს გამოგიწერთ, დაწვრილებით ჰკითხეთ - რა რისთვის არის და როგორ უნდა მიხვდეს, რომელი მუშაობს და რომელი - არა?

2. ცხვირის სპრეიმ მალე იცის შეჩვევა. იხმარეთ მაქსიმუმ 5-7 დღე.

3. მარტოობა ხელა უწყობს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა პარკინსონი.

4. მარტოობა ასევე 37%-ით ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს.

5. თუ ყველასთან არ გინდა ურთიერთობა, არ ხარ ასოციალი, არამედ სოციალურად სელექციური.

6. ჯდომა არის ახალი მოწევა. ანუ, სიგარეტისნაირად ვნებს ჯანმრთელობას. ერიდეთ დიდხანს ჯდომას აუცილებლად!

7. კარგი ამბავი: დღეში მხოლოდ 22 წუთი ენერგიული სეირნობა საგრძნობლად ანეიტრალებს ჯდომის რისკებს.

8. 10 000 ნაბიჯი დღეში მითია! უკვე 3 000 ნაბიჯი ასოცირდება ბევრ სარგებელთან. ისე, რაც მეტი, მით უკეთესი.

9. ანტიბიოტიკს არ სჭირდება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების დამატება. ეს უაზრო საბჭოური გადმონაშთია.

10. როგორც ყველას გვაქვს პირველადი დახმარების საშუალებები ფიზიკური პრობლემების შემთხვევაში, ასევე უნდა გვქონდეს ეკვივალენტი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

11. ეს ეკვივალენტი არ უნდა იყოს მაინცდამაინც წამალი და არც კოლოფი. ეს უნდა იყოს კონცეპტი, რეცეპტი, საქციელი, რომელიც დაგვეხმარება თავი გავართვათ მძიმე დღეს, საღამოს, სამუშაო დღეს, სიტუაციას სახლში.

12. ვინც ფსიქოჰიგიენის წესებს არ იცავს, იმას ვერ ექნება ფსიქიკური ჯანმრთელობა.

13. ფსიქოთერაპია არ არის მხოლოდ ლაპარაკი. ეს შეუიარაღებელი თვალისთვის თუ ყურისთვის იყოს შეიძლება ასე. სინამდვილეში საუბარი მხოლოდ ფორმაა. შინაარსში და სხვა დეტალებში დევს მთავარი თერაპიული ძალა.

14. ყველაფერი ნაკლებად სასიამოვნო არ არის დაავადება და ავტომატურად სამკურნალო.

15. უნდა ვისწავლოთ და შევეჩვიოთ ნეგატიური ემოციების ატანას დაპანიკების და წამლის მიღების გარეშე.
არცერთი ლოგიკით არ ნიშნავს ჯანმრთელობა 24 საათი ძალიან მაგრად ყოფნას.

16. მაგ. გლოვა არ არის დეპრესია და არ სჭირდება ანტიდეპრესანტები. პირიქით, ფარმაკოლოგიური ჩარევა ხელს უშლის ბუნებრივი პროცესების ბუნებრივ დინამიკას.

17. ყველაზე მაგარი ზრუნვა არის პრევენცია. ჩაიტარეთ რეკომენდებული წესებით კოლონოსკოპია, გასტროსკოპია.

18. წელიწადში ერთხელ მაინც მიდით გინეკოლოგთან.

19. კაცებმა უნდა მიმართოთ უროლოგს, რომ ისწავლოთ საკუთარი სათესლე ჯირკვლების ყოველთვიური შემოწმება თვითონ. ეს გადაგარჩენთ სიმსივნისგან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ონკოლოგიური დაავადებაა ახალგაზრდა კაცებში.

20. პროსტატის ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია თვეში დაახლოებითი 20 ეაკულაცია. გართობა და სიამოვნება ჯანმრთელობის სახელით, ამას რა სჯობს!?

21. ვიცი ელოდებით ამას - ძმებო, პროსტატა უროლოგის გარდა შეგიძლიათ სექსუალურ პარტნიორსაც გაასინჯინოთ, რადგან ეს პატარა ორგანო სავსეა ნერვული დაბოლოებებით და მისგან გაცილებით უფრო ინტენსიური ორგაზმის მიღება შეიძლება, ვიდრე კლასიკურად პენისის წვალებით“, - წერს ლევან შელეგია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„არ გართმევს თავმდაბლობას, ის უბრალოდ გიცავს იმისგან, რომ არ დაკარგო საკუთარი სიმართლე“ - რა არის თავმოყვარეობა სინამდვილეში

🎥 „ეს მაგიური ცოდნაა, ნუ შეგვეშინდება ამ სიტყვის, ქრისტემ მაგალითი მოგვცა, რა შესაძლებლობები გვაქვს და არ ვიყენებთ... შეიცან თავი შენი“ - ნინო გოძიაშვილი „კავკასიური იოგას“ ფესვებზე

„კრიტიკული ისაა, რომ ეს „გადატვირთვა“ 2026 წელს პირდაპირ „ეჯახება“ ჩვენი ერის იდენტობას, ნებას... ეს არის იძულებითი წმენდა“ - ვატო მსხილაძის გეოპოლიტიკური პროგნოზი