ტელეწამყვანი, პროდიუსერი და ჟურნალისტი ნოე სულაბერიძე საპატიო ლანჩხუთელი გახდა, ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
„საპატიო ლანჩხუთელი გავხდი დღეს!😍
არ ვიცი ჩემთვის ამაზე მეტი მოულოდნელი სიხარული რა შეიძლებოდა ყოფილიყო!
დღეს განსაკუთრებულად ამაყი ვარ ჩემი გურული წინაპრების, ბაბუაჩემის - ნოე სულაბერიძის (რომელსაც ვერ მოვესწარი), ჩემი მამის - საშა სულაბერიძის წინაშე, რომელმაც სადამდეც ამ წუთისოფელმა საშუალება მისცა, მოასწრო, რომ ასე შემყვარებოდა და შემესისხლხორცებინა ჩემი ფესვები, ჩემი კუთხე!
სწორედ მისი გზის გაგრძელებას ვცდილობ ჩემს შვილებთან და ვგრძნობ გამომდის, რადგან ლანჩხუთი და ჩემი სოფელი ჩიბათი ჩემს შვილებს ჩემზე არანაკლებად უყვართ უკვე 🙏🏻 მადლიერი ვარ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის - ალექსანდრე სარიშვილის და ყველა იმ ადამიანის, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო 🙏🏻 განსაკუთრებული მადლობა ჩემს ლანჩხუთელებს, ასეთი დაუვიწყარი სიყვარულისთვის, რაც დღეს ვიგრძენი და მივიღე“, - წერს ნოე სულაბერიძე.

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ
⭕თათია შარანგია შეყვარებულია - ვინ არის პიანისტის რჩეული, რომელიც ცნობილი ბიზნესმენია
⭕„ჩემი სიყვარული“ – თათია შარანგია რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს
⭕11 ოქტომბრის მთავარი გზავნილი - ნუ დახარჯავთ ენერგიას იმაზე, რისი შეცვლაც თქვენს ძალებს აღემატება