Digest Logo

„საქართველოს ულამაზესი სამეული“ - თაკო ჩხეიძე, თიკა ფაცაცია და ლიკა კვარაცხელია მოგზაურობიდან კადრებს გვიზიარებენ

1786994316
თაკო, ლიკა და თიკა

თაკო ჩხეიძეს, თიკა ფაცაციას და ლიკა კვარაცხელიას წლებია, იცნობს საზოგადოება. ასევე წლებია, ისინი ერთგული მეგობრები არიან და სამივე  წარმატებულია თავის საქმეში. ტრადიციულად, ერთად ატარებენ ხოლმე ყოველ წელს ზაფხულის რამდენიმე დღეს და წელსაც იტალიაში გატარებული დღეების კადრებს აქვეყნებენ.

ყოველ წელს ერთად დასვენება მათთვის უკვე ტრადიციაა, რომელსაც ხშირად მათი შვილებიც უერთდებიან. ლამაზი ტრიო - ასე მოიხსენიებენ ხშირად გამომწერები.

„ვგიჟდები ამ სამეულზე“, 

„საქართველოს ულამაზესი სამეული“, 

„თაკო, ლიკა და თიკა 😍… ქართველი ქალები ყველაზე ლამაზები არიან“, 

„გამორჩეული სამეული“, - წერენ კომენტარებში. 

აღსანიშნავია, რომ მათ, მეგობრობის გარდა, უკვე ნათესაობაც აკავშირებთ - ლიკა კვარაცხელიას უფროსი ქალიშვილის, ანა შელიას ნათლია თაკო ჩხეიძის მეუღლე, რუსლან აბაშიძეა.

დღეს თიკა, თაკო და ლიკა ერთმანეთისთვის ერთგული და საიმედო მეგობრები არიან - ერთად ატარებენ უქმეებს, ერთად აღნიშნავენ მნიშვნელოვან დღეებს, ერთად მოგზაურობენ და ამ ყველაფერს მეუღლეებსა და შვილებთან ერთად აკეთებენ, როგორც ერთი დიდი ოჯახი. 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Tako Chkheidze (@tako_chkheidze)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყოველთვის ბრწყინავ“ - ნანუკა გუდავაძე ახალ კადრებს გვიზიარებს

⭕17-23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: რას გიმზადებთ კვირა?

⭕„ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში სწავლობდი და აგროვებდი, ახლა ოქროზე ძვირფასი რესურსი ხდება“ - კვირის ნუმეროპროგნოზი, ქეთევან ჯანდიერისგან