ქართველი სპორტსმენის და ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, მოდელისა და ინფლუენსერის ნეკა დოროყაშვილის მიმართ ინტერესი ბოლო წლებია გაზრდილია. უფრო სწორად კი, ინტერესი ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ გაიზარდა, რაც მათ დაშორებას მოჰყვა.
სწორედ ამიტომ დოროყაშვილი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.
ამასთან, ნეკას ქართველი მაყურებელი ერთ-ერთ ქართულ სერიალშიც ხედავს და სოციალურ ქსელშიც აქტიურობით გამოირჩევა.
ამჯერად იგი ინსტაგრამზე გამომწერებს მორიგ ცეცხლოვან ფოტოებს უზიარებს და წერს:
„საუკეთესო გასაღები არის ის, რომელიც ხსნის იმას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია შენთვის... იქნება ეს მშვიდობის, წარმატების, სიყვარულისა თუ საკუთარი თავის აღმოჩენის კარი.
მთავარი არ არის თავად გასაღები, არამედ სიცხადე იმისა, რომ იცოდე, რომელი კარის გაღება გინდა... აბა, რომელ კარში ხართ მზად გასავლელად?...“, - წერს ნეკა დოროყაშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ არის სასურველი ზედმეტი ფინანსური ხარჯები“ - 16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან
⭕„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო“ - თაკო საზინა მეუღლესთან ერთად პოზირებს