ექიმ კოტე სულამანიძესა და მის მეუღლეს, ირენ პილს, რამდენიმე დღის წინ პირველი საერთო შვილი შეეძინათ. წყვილს ბიჭი ეყოლა.
ამჯერად, ირენ პილი სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს, სადაც ჩანს თუ როგორ ტკბება დედ-მამა ახალშობილთან მოფერებით.
„თეოდორე 17.06.2026 ❤️
საუკეთესო ქმარი მსოფლიოში, მადლობა ყველაფრისთვის ❤️❤️❤️❤️
ძალიან მიყვარხარ“, - წერს ირენ პილი.
ცნობისთვის, კონსტანტინე სულამანიძე და ირენ პილი გასულ წელს დაქორწინდნენ. მან ირინ პილს ხელი 2025 წლის, 20 ოქტომბერს სთხოვა, მალევე კი საქართველოში ქორწილი გადაიხადა.
შეგახსენებთ, კოტე სულამანიძეს წინა ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს.











View this post on Instagram